მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა
ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა

ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა

იმედი|imedinews.ge

მინდა გამოვეხმაურო კირ სტარმერის გადადგომის საკითხს, რომელიც კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ აკონტროლებენ არაფორმალური ოლიგარქიული ძალები, იგივე „გლობალური ომის პარტია“, იგივე პირობითად „დიფ სთეითი", როგორც ამას აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია უწოდებს, ევროპის წამყვანი ქვეყნების დღევანდელ მმართველ კლასს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, სწორედ კირ სტარმერის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს უკავშირდება საქართველოს ორი დამოუკიდებელი კომპანიის, „იმედისა“ და „პოს ტვ“-ისთვის სანქციების დაწესება და BBC-ს რეპორტაჟი, პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ნივთიერებით აქციის მონაწილეების დაშლის თაობაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების არაერთი ლიდერი, სტარმერის მსგავსად, საკუთარ საზოგადოებაში დაბალი რეიტინგით სარგებლობს, რადგან ისინი საკუთარ ხალხზე არ ზრუნავენ.

„ბატონი სტარმერი იყო დაქირავებული ამ ადამიანების და ჯგუფების მიერ, გააკეთებინეს ძალიან ბევრი ბინძური საქმე და შემდეგ, როდესაც უკვე აღარ დასჭირდათ, მოსთხოვეს გადადგომა. იგი არ სარგებლობდა ბრიტანელი ხალხის მანდატით და ნდობით, რაზეც ყველაზე კარგად მეტყველებდა მისი რეიტინგი, რომელიც 15%-ზე ქვემოთ იყო ჩამოსული და სამწუხაროდ, ასეთივე რეიტინგით სარგებლობს დღეს ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ბევრი ლიდერი. ბატონი სტრამერის პირობებში, შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებები, რომელსაც უსამართლო აღარ ჰქვია, უკიდურესად სასაცილო გადაწყვეტილებები - როდესაც, დამოუკიდებელი ტელეკომპანიები, „იმედი" და „პოს ტვ" დაასანქცირა ბრიტანეთის მთავრობამ და ამის მიზეზად მოიყვანეს ის, რომ თითქოს, ამ ტელევიზიების მეშვეობით ხდება უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა. ასევე, ის სასაცილო ნარატივი და რეპორტაჟი, რომელსაც პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს, რომ თითქოს, ჩვენმა ხელისუფლებამ გამოვიყენეთ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ნივთიერება ჩვენი მოქალაქეების დასაშლელად და ფიზიკურად მოწამლული ადამიანიც არ არსებობს. ეს გააკეთა დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ სტარმერის მთავრობასთან იყო ეს ყველაფერი შეთანხმებული. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად, ევროპის წამყვანი ქვეყნების დღევანდელი ლიდერები არ ზრუნავენ საკუთარი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებზე, არ ზრუნავენ საკუთარი ხალხის პრობლემებზე. ძირითადი უკმაყოფილება მათი ხალხის გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ასეთ პოლიტიკას ატარებენ ეს ლიდერები: უკონტროლო მიგრაცია, რომელიც სულ პრობლემაა ევროპის წამყვანი ქვეყნებისთვის, ულტრამემარცხენე ფაშისტური იდეოლოგია, ლგბტ პროპაგანდა, რომელიც თავს მოახვიეს ევროპელ ხალხს - ესეც, რა თქმა უნდა, თავის მხრივ ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს და სწორედ ამის გამოძახილია ის რეკორდულად დაბალი რეიტინგები, რომელიც, როგორც აღვნიშნე ევროპელ ლიდერებს აქვთ,“ - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

რაც შეეხება საქართველოს, მისივე თქმით, ბრიუსელის მხრიდან უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ „ქართული ოცნება“ ეროვნულ პოლიტიკას ატარებს და ბიძინა ივანიშვილსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებზე ზეწოლის მიუხედავად, მათ არ დაუშვეს საქართველოს უკრაინის მდგომარეობაში ჩაგდება.

„საქართველოსთან მიმართებით, რა იწვევს უკმაყოფილებას ამ ქვეყნების მხრიდან, ბრიუსელის მხრიდან და პირველ რიგში, იმ ძალების მხრიდან, რომლებიც აკონტროლებენ ბრიუსელს? - ეს არის ის ეროვნული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება საქართველოში ატარებს. კი, რა თქმა უნდა, შეცდომებიც არის, რაღაცები შეიძლება უკეთესადაც გაკეთდეს, თუმცა, ჩვენ პრობლემებს არასდროს გავურბივართ და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მივყვებით ქართულ ხაზს. ჩვენ ვართ ეროვნული ხელისუფლება, პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, და მიუხედავად ამ ძალებისა, რაც მე აღვნიშნე - უზარმაზარი წნეხის, ზეწოლის, შანტაჟის ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე - ჩვენ ერთი ნაბიჯით უკან ვერ დაგვახევინეს და ჩვენ არ მივეცით არავის უფლება, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, ისევე, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა. ჩვენი ხალხის გვერდში დგომით, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გზას გავაგრძელებთ - -ერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ, და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი საქართველოში,“ - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ოცნება →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი