მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ევროკავშირს არანაკლებ ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება, შესაბამისად, შეეგუებიან, რომ ვერც არჩევნების და ვერც რევოლუციის გზით ჩაგვანაცვლეს. ერთიც და მეორეც რამდენჯერმე სცადეს
ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ევროკავშირს არანაკლებ ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება, შესაბამისად, შეეგუებიან, რომ ვერც არჩევნების და ვერც რევოლუციის გზით ჩაგვანაცვლეს. ერთიც და მეორეც რამდენჯერმე სცადეს

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ევროკავშირს არანაკლებ ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება, შესაბამისად, შეეგუებიან, რომ ვერც არჩევნების და ვერც რევოლუციის გზით ჩაგვანაცვლეს. ერთიც და მეორეც რამდენჯერმე სცადეს

იმედი|imedinews.ge

მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, რუკაზე შეგვიმჩნევენ და დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირის მისამართით.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას უკავშირდება საქართველოსთან მიმართებაში გეოგრაფიის იგნორირება ევრობიუროკრატების მხრიდან.

„განცხადება შემხვდა, ქალბატონ ფონ დერ ლაიენს უთქვამს სომხეთზე, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ჰაბიაო. სომხეთს, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ჩვენზე ძალიან არავინ გულშემატკივრობს. ნებისმიერისთვის სახელმძღვანელო შეიძლება იყოს, როგორი უნდა იყოს მეზობლობა და მეგობრობა სომხეთის შემთხვევაშიც და აზერბაიჯანის შემთხვევაშიც, მაგრამ რასაც სომხეთზე საუბრობენ, ეს უფრო აზერბაიჯანზე ან საქართველოზე შეიძლება ისაუბრო. [გეოგრაფიის იგნორირება] უკავშირდება გაბუტულობის რეჟიმს. საქართველომ უარი თქვა, რომ გამოყენებული ყოფილიყო პროქსი სახელმწიფოდ, ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა და ზუსტად იმ დღიდან დაიწყო ეს უსამართლობა და გაბუტულობის რეჟიმი. ამ ყველაფერს დასასრული ექნება. ჩვენ ევროკავშირს არანაკლებ ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება, შესაბამისად, შეეგუებიან, რომ ვერც არჩევნების და ვერც რევოლუციის გზით ჩაგვანაცვლეს. ერთიც და მეორეც რამდენჯერმე სცადეს.

სხვა გზა არ დარჩებათ, დაიწყებენ ჩვენთან საუბარს. ამას დაემატა მეორე ოფცია, რომელიც პირველს უფრო ამყარებს. ახლა შუა კორიდორი არის უალტერნატივო მარშრუტი. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სამხრეთ კორიდორიც დაიკეტა, ჩრდილოეთ კორიდორი ისედაც დაკეტილია რუსეთ-უკრაინის ომის გამო და ფიზიკურად სხვა მარშრუტი არ არსებობს. ჩინეთიდან და შუა აზიიდან რა ტვირთიც უნდა წავიდეს ევროკავშირში, აბსოლუტურად ყველაფერმა უნდა გაიაროს საქართველოს გავლით და ჩვენ ვართ ხერხემალი აზერბაიჯანთან ერთად შუა კორიდორის. შესაბამისად, მინიმუმ სათავისოდ, რუკაზე მაინც უნდა შეგვიმჩნიონ. მესამე ოფციაა, რომ თუ არ შეგვიმჩნევენ, ისევ გააგრძელებენ რევოლუციების მოწყობას, სხვა გზა არ დაგვრჩება, უნდა დაველოდოთ როდის გამოიღვიძებს ევროპელი ხალხი, როგორც გამოიღვიძა ამერიკელმა ხალხმა. მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვფიქრობ, რუკაზე შეგვიმჩნევენ და დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 184 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით