მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: მათ სურთ აგენტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელიც პროქსი პოლიტიკის გამტარებელი იქნება საქართველოში. „ქართული ოცნება“ მათ ამაში არ ადგებათ
ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: მათ სურთ აგენტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელიც პროქსი პოლიტიკის გამტარებელი იქნება საქართველოში. „ქართული ოცნება“ მათ ამაში არ ადგებათ

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: მათ სურთ აგენტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელიც პროქსი პოლიტიკის გამტარებელი იქნება საქართველოში. „ქართული ოცნება“ მათ ამაში არ ადგებათ

იმედი|imedinews.ge

მათ სურთ აგენტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელიც პროქსი პოლიტიკის გამტარებელი იქნება საქართველოში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას გადაცემაში „EURO ანატომია“.

მან ისაუბრა, სჭირდება თუ არა ევრობიუროკრატიას საქართველოში მორჩილი ხელისუფლება. მაჭავარიანმა 2024 წლის არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე ბრიუსელისგან რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ უპრეცედენტო ჩარევის ფაქტი დაფიქსირდა. მაჭავარიანის განმარტებით, არჩევნების შემდეგაც ევრობიუროკრატები საპროტესტო აქციებზე საპარლამენტო დელეგაციებსაც აგზავნიდნენ.

„ეს არის პირდაპირი ჩარევა. ერთადერთი მიზეზია, მათ სურთ აგენტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელიც პროქსიპოლიტიკის გამტარებელი იქნება საქართველოში - ეს იქნება ომთან მიმართებაში, „შუა დერეფანთან“ თუ სხვა საკითხებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, მათ არ სურთ ეროვნული ხელისუფლება და მათ სურთ, იყოს ისეთი ტიპის ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში, გაითვალისწინებს ბრიუსელის ინტერესებს, აბსოლუტურად დათმობს სუვერენიტეტს, როგორც ეს იყო „ქართული ონების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ იხელმძღვანელებს. „ქართული ოცნება“ მათ ამაში არ ადგებათ, ბევრჯერ დარწმუნდნენ. ჩვენ ვერ გადაგვადგმევინეს ჩვენი ქვეყნისთვის საწინააღმდეგო ნაბიჯები და აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ, რომ ეს რადიკალები მოიყვანონ ხელისუფლებაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი