მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს და თურქეთის კრიტიკაზე: არავინ საუბრობს იმაზე, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ოპოზიციური პარტია აღარ არის, ამ ორ ქვეყანაში როგორ ყვავის კორუფცია, რომ ოპოზიციური ტელეარხები დაკეტეს. ამ ყველაფერზე როცა არ საუბრობენ და აკრიტიკებენ საქართველოს, რომელიც ყველაფრით მოწინავე პოზიციაზეა, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს ევროპარლამენტის არ სჯერათ
ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს და თურქეთის კრიტიკაზე: არავინ საუბრობს იმაზე, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ოპოზიციური პარტია აღარ არის, ამ ორ ქვეყანაში როგორ ყვავის კორუფცია, რომ ოპოზიციური ტელეარხები დაკეტეს. ამ ყველაფერზე როცა არ საუბრობენ და აკრიტიკებენ საქართველოს, რომელიც ყველაფრით მოწინავე პოზიციაზეა, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს ევროპარლამენტის არ სჯერათ

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 80%-ზე მეტი გვაქვს შესრულებული და ამას არ ითვალისწინებენ, მხოლოდ საქართველოს კრიტიკით არიან დაკავებული. რა თქმა უნდა, ამის არავის სჯერა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსა და თურქეთის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც აღნიშნულია: „ევროპარლამენტს საქართველოსა და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილი ჰქონდა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე წინსვლა ვერ მოხდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე“.

„უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, მათ ვურჩევდი, მაგალითად, უკრაინისა და მოლდოვის პრობლემებზე ისაუბრონ. არავინ საუბრობს იმაზე, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ოპოზიციური პარტია ფიზიკურად დარჩენილი აღარ არის, ამ ორ ქვეყანაში როგორ ყვავის კორუფცია, რომ ოპოზიციური ტელეარხები დაკეტეს. ამ ყველაფერზე როცა არ საუბრობენ და აკრიტიკებენ საქართველოს, რომელიც ყველაფრით მოწინავე პოზიციაზეა - ყველაზე უფრო ავტორიტეტული, დასავლური ორგანიზაციების კვლევებიც კი ამაზე მეტყველებს - რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს ევროპარლამენტის არ სჯერათ. ეს ყველაფერი სასაცილოა. მით უმეტეს, როდესაც ასეთი განცხადებები ქალბატონი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშებს ეყრდნობა. საქართველოში ყველამ იცის, რომ ქალბატონი რასა მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მეგობარი და საბჭოური მენტალიტეტის ქალბატონია, რომელმაც ჩვენს მილიონ ორასი ათას ამომრჩეველს ინფექცია უწოდა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარტია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • უილსონი: “ოცნება” საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ჰყიდის”ნეტგაზეთი
  • ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვიაფორმულა
  • პარტია "გირჩი" სახელს იცვლისრუსთავი 2
  • ეგზიტპოლი: გერმანიის რეგიონის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია AfD იმარჯვებსტვ პირველი
პარტია →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი