მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ჩვენთვის ფარატინა ფურცელიც არ არის მათი ეს რეზოლუციები და ეს არ არის უბრალოდ ჩვენი განწყობიდან გამომდინარე - ადეკვატური რა წერია?
ლევან მაჭავარიანი იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ჩვენთვის ფარატინა ფურცელიც არ არის მათი ეს რეზოლუციები და ეს არ არის უბრალოდ ჩვენი განწყობიდან გამომდინარე - ადეკვატური რა წერია?

ლევან მაჭავარიანი იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ჩვენთვის ფარატინა ფურცელიც არ არის მათი ეს რეზოლუციები და ეს არ არის უბრალოდ ჩვენი განწყობიდან გამომდინარე - ადეკვატური რა წერია?

იმედი|imedinews.ge

ჩვენთვის ფარატინა ფურცელიც არ არის მათი ეს რეზოლუციები და ეს არ არის უბრალოდ ჩვენი განწყობიდან გამომდინარე. ადეკვატური რა წერია?, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე საუბრისას.

მისი თქმით, ქართველ ხალხს ევროპარლამენტის მიმართ ნდობა დაკარგული აქვს სწორედ სიცრუით გაჯერებული რეზოლუციების გამო.

„ისეთ რეზოლუციებს იღებენ, სადაც წერენ, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ზურაბიშვილი მგონი აქაც მოხსენიებულია პრეზიდენტის რანგში, გვიწერენ, რომ თურმე მედიაპლურალიზმი საქართველოში არ არის, მაშინ, როდესაც „ტვ პირველი“, „ფორმულა“, ინტერნეტ მედია-გამოცემები, რასაც უნდათ იმას ლაპარაკობენ და წერენ. აბსურდია, რომ მზია ამაღლობელი თურმე პოლიტპატიმარია და საერთოდ უგულებელყოფენ იმას, რომ პოლიციელს სილა გაარტყა. შესაბამისად, მერე არ უნდა გაუკვირდეთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ნდობა ევროპარლამენტის მიმართ ძალიან შემცირებულია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ის არ ელოდება, რომ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს საბოლოოდ მოჰყვება სანქციები საქართველოს მიმართ.

„ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ მაქვს ისეთი განცდა, რომ პიკს უკვე მიაღწია და ეს პიკი უკვე გადავიარეთ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ