
ლევან მაჭავარიანი: ლოგიკურია, რომ ბატონი ღარიბაშვილის წერილი კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებასთან დავაკავშიროთ. იგი თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა
ლოგიკურია, რომ ბატონი ღარიბაშვილის წერილი ამ [კორუფციასთან დაკავშირებულ] ბრალდებასთან დავაკავშიროთ. იგი თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი ირაკლი ღარიბაშვილისთვის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის წარდგენას ეხმაურება.
„ლოგიკურია, რომ ბატონი ღარიბაშვილის წერილი ამ [კორუფციასთან დაკავშირებულ] ბრალდებასთან დავაკავშიროთ. იგი თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა, იქიდან გამომდინარე, რომ იცოდა კონკრეტული ბრალის შესახებ. ლოგიკა გვკარნახობს, რომ ამ ყველაფრისგან თავის დაზღვევა უნდოდა. ჩვენ საქმით გვაქვს დამტკიცებული, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს მაღალი თანამდებობის პირია ადამიანი თუ არ არის, ჩვენი ამჟამინდელი გუნდის წევრია, თუ ყოფილი, აბსოლუტურად ყველასთან გვაქვს ერთნაირი მიდგომა - ჩვენ კორუფციას არ ვაპატიებთ არავის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge