მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ალიანსზე: არანაირი მომავალი არ გააჩნიათ, კრახით დასრულდება 26 მაისის აქციაც - არავითარი რესურსი არ აქვთ და მათმა პატრონებმა ეს კარგად იციან
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ალიანსზე: არანაირი მომავალი არ გააჩნიათ, კრახით დასრულდება 26 მაისის აქციაც - არავითარი რესურსი არ აქვთ და მათმა პატრონებმა ეს კარგად იციან

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ალიანსზე: არანაირი მომავალი არ გააჩნიათ, კრახით დასრულდება 26 მაისის აქციაც - არავითარი რესურსი არ აქვთ და მათმა პატრონებმა ეს კარგად იციან

იმედი|imedinews.ge

შეძლებს თუ არა ოპოზიცია 26 მაისს ერთობის დემონსტრირებას, ამ თემაზე ისაუბრა ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ოპოზიციურ ალიანს მომავალი არ გააჩნია.

„26 მაისი ოპოზიციის პატრონებს არ აინტერესებთ, ეს არის ყურადღების გადატანა. მათ პატრონებს ბოლომდე აქვთ გადაწყვეტილი, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია ბოლომდე გამიჯნონ მიხეილ სააკაშვილისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისგან“ ჩვენი მოქალაქეების თვალში, რომ თითქოსდა ესენი თავის დღის წესრიგს ატარებენ და არ ემორჩილებიან ზუსტად იგივე ვერტიკალს, როგორც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ძირითადი ჩანაფიქრი.

ახლა ყურადღების გადატანა ხდება, თითქოს რაღაც ალიანსში დააჯგუფეს, თუმცა ის აქტორები, რომლებიც ალიანსში არიან, კარგად იაზრებენ, რომ ამით „ლელოსა“ და გახარიას პარტიის გამიჯვნა უნდათ, შესაბამისად გვარამიადან დაწყებული, ქალბატონი ჩერგოლეიშვილით დამთავრებული, თავისი ამბიციები აქვთ და ფიქრობენ, რომ თუ ისინი იმიჯნებიან სააკაშვილისგან, თვითონაც გაემიჯნონ მიხეილ სააკაშვილს და ყველაფერს აკეთებენ, რომ გვერდზე გაწიონ. სააკაშვილი ამ ყველაფერს კარგად გრძნობს და აქედანაა გამომდინარე მისი პოსტები. ამათ რა თქმა უნდა არანაირი მომავალი არ გააჩნიათ, კრახით დაუსრულდებათ 26 მაისი. არავითარი რესურსი არ აქვთ და მათმა პატრონებმა ეს ძალიან კარგად იციან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი