მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: პოზიტიური სიგნალები უკვე კონკრეტულად მუშა რეჟიმში გადავიდა. კიდევ ერთ დელეგაციას ველოდებით მაისის თვეში და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-თან რეალური სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს
ლევან მაჭავარიანი: პოზიტიური სიგნალები უკვე კონკრეტულად მუშა რეჟიმში გადავიდა. კიდევ ერთ დელეგაციას ველოდებით მაისის თვეში და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-თან რეალური სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს

იმედი|imedinews.ge

როგორც კი მიდგომები შეიცვლება უშუალოდ ბრიუსელში, თავისთავად, ზუსტად ანალოგიურ ხასიათზე მოუწევთ დადგომა ბატონ ფიშერსაც და ბატონ ჰერცინსკისაც, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ბრიუსელთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.

მაჭავარიანმა ჰერჩინსკის მუქარის შემცველი განცხადება გაიხსენა, რომ „საქართველო ბნელ დროში დაბრუნდება“ და აღნიშნა, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტორი, რასაც მოქალაქეები კარგად იაზრებენ.

ამასთან მაჭავარიანმა პარალელი გაავლო აშშ-ის ადმინისტრაციასთან და ამ ქვეყნის საელჩოსთან საქართველოში და აღნიშნა, რომ მოქალაქეები ხედავენ, თუ როგორ უმჯობესდება ურთიერთობები ახალ ადმინისტრაციასთან და შესაბამისად, აშშ-ის საელჩოსთანაც.

„ძალიან პოზიტიური სიგნალებია. ეს პოზიტიური სიგნალები უკვე კონკრეტულად მუშა რეჟიმში გადავიდა. ჩვენ კიდევ ერთ დელეგაციას ველოდებით მაისის თვეში და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს.

როდესაც წინა ადმინისტრაცია გვექცეოდა ზუსტად ანალოგიურად უსამართლოდ, როგორც დღევანდელი ევრობიუროკრატია, მაშინ კარგად გახსოვთ, მათი წარმომადგენლები საქართველოში, საელჩო ზუსტად ანალოგიურად იქცეოდა, როგორც იქცევა ბატონი ფიშერი, როგორც იქცევა ბატონი ჰერჩინსკი. თუმცა, შეიცვალა ადმინისტრაცია და აბსოლუტურად არანაირი ნეგატივი საელჩოსგან ჩვენ არ გვიგრძნია; არანაირი ქარდები არ დაუდიათ; არანაირი განცხადებები არ გაუკეთებიათ კრიტიკულ ჭრილში.

როგორც კი მიდგომები შეიცვლება უშუალოდ ბრიუსელში, თავისთავად, ზუსტად ანალოგიურ ხასიათზე მოუწევთ დადგომა ბატონ ფიშერსაც და ბატონ ჰერცინსკისაც“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ