მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: საქართველო არის საკვანძო ადგილზე შუა დერეფანში - ევრობიუროკრატებს მოუწევთ გეოგრაფიის აღიარება და იმის თქმა, რომ საქართველოზე გადის მარშრუტი, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ლევან მაჭავარიანი: საქართველო არის საკვანძო ადგილზე შუა დერეფანში - ევრობიუროკრატებს მოუწევთ გეოგრაფიის აღიარება და იმის თქმა, რომ საქართველოზე გადის მარშრუტი, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

იმედი|imedinews.ge

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა შუა დერეფანში საქართველოს მნიშვნელობაზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა და აღნიშნა, შუა დერეფანში საქართველო საკვანძო ადგილზეა.

მაჭავარიანი ასევე აცხადებს, რომ ევრობიუროკრატებს მოუწევთ იმის აღიარება, რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარშრუტი საქართველოზე გადის.

„დღეს შუა დერეფანში არის უალტერნატივო, სადაც საქართველო, აზერბაიჯანთან ერთად არის ხერხემალი. ჩრდილოეთ დერეფანში დაკეტილია, სამხრეთ დერეფანში პრობლემებია და ერთადერთი მარშრუტი, რითიც ჩინეთიდან, შუა აზიის ქვეყნებიდან, ის პროდუქცია და საქონელი, რაც უნდა მიიღოს ევროკავშირმა, ყველაფერმა უნდა გაიაროს საქართველოზე.

ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ტვირთის გამტარუნარიანობა იყოს მაქსიმალური და არანაირი დანაკარგი არ იყოს. ამას ემსახურება ავტოსაგზაო მაგისტრალების მშენებლობა, პორტების გაფართოება, ანაკლიის პორტის მშენებლობა, ახალი აეროპორტების მშენებლობა და არსებული აეროპორტების გაფართოება. რკინიგზის მოდერნიზაცია. აქედან გამომდინარე, როგორი გაბუტვის რეჟიმშიც არ უნდა იყვნენ დღეს ევრობიუროკრატები, ხვალ თუ ზეგ, მათ მოუწევთ გეოგრაფიის აღიარება და მოუწევთ იმის თქმა, რომ საქართველოზე გადის ის მარშრუტი, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამ შემთხვევაში, ჩვენს ხელისუფლებასთან საუბარიც მოუწევთ. აქამდე ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველოში ვასალი ხელისუფლებმა ჰყოლოდათ და ჩვენ აგენტურით ჩავენაცვლებინეთ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ