
ლევან მახაშვილი დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერზე: თუ კონტექსტს შევხედავთ, რა კონტექსტში ავრცელებს ირაკლი ღარიბაშვილი ამ ინფორმაციას, მე მგონი, ცხადია, რომ იგი ცდილობს მართლმსაჯულებისგან თავის დაძვრენას
იმდენად ტყუილია და აცდენილია ეს ყველაფერი რეალობას, რომ ამ 2-3 წუთიან საუბარშიც კი, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა, ყველაფერი ნათელია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერის კომენტირებისას.
მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს მართლმსაჯულებისგან თავის დაძვრენას
„კვლავ საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, აშკარა მცდელობასთან, რომ დავით გარეჯის თემით საზოგადოების ემოციებზე ითამაშონ, მეორე მხრივ, გვყავს ადამიანები, რომლებიც ამ ადამიანის ტრაგიკული ბედით თამაშობენ და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში. როდესაც ერთი ადამიანი ავრცელებს რაღაც ინფორმაციას, აშკარად იკვეთება მისი კონკრეტული ინტერესი ამ პროცესის უკან. თუ კონტექსტსაც შევხედავთ, რა კონტექსტში ავრცელებს ირაკლი ღარიბაშვილი ამ ინფორმაციას, მე მგონი, ყველაფერი ცხადია. ასევე ისიც, რომ იგი ცდილობს მართლმსაჯულებისგან თავის დაძვრენას“, - აღნიშნა მახაშვილმა.
„იმედის კვირამ“ გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც დეტალურ და ზუსტ წარმოდგენას შეგიქმნით, რას ეფუძნებოდა „ასავალ-დასავალის“ მიერ გავრცელებული კონსპირაციული თეორია დავით გარეჯთან დაკავშირებით.
იმედი
წყარო: imedinews.ge