მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს როგორც კაია კალასისადმი, ასევე სხვა ბიუროკრატებისადმი, რომლებიც ამ იერარქიაში საქართველოზე აგებენ პასუხს - მაინც იმედიანად ვარ, რომ ადრე თუ გვიან ევროკავშირი საკუთარი შეცდომებიდან გამომდინარე, გადატვირთავს ამ ურთიერთობებს
ლევან მახაშვილი: ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს როგორც კაია კალასისადმი, ასევე სხვა ბიუროკრატებისადმი, რომლებიც ამ იერარქიაში საქართველოზე აგებენ პასუხს - მაინც იმედიანად ვარ, რომ ადრე თუ გვიან ევროკავშირი საკუთარი შეცდომებიდან გამომდინარე, გადატვირთავს ამ ურთიერთობებს

ლევან მახაშვილი: ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს როგორც კაია კალასისადმი, ასევე სხვა ბიუროკრატებისადმი, რომლებიც ამ იერარქიაში საქართველოზე აგებენ პასუხს - მაინც იმედიანად ვარ, რომ ადრე თუ გვიან ევროკავშირი საკუთარი შეცდომებიდან გამომდინარე, გადატვირთავს ამ ურთიერთობებს

იმედი|imedinews.ge

სამწუხაროდ, ბრიუსელში ზოგიერთმა ინსტიტუტმა საქართველოსთან ურთიერთობების ერთგვარი მონოპოლიზება მოახდინა, განსაკუთრებით ვგულისხმობ კაია კალასის უწყებას, რომელმაც ხელში ჩაიგდო საქართველოსთან ურთიერთობის აწყობა თუ გაგრძელება, რაც არ გამოვიდა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოსა და ბრიუსელის ურთიერთობაზე საუბრისას.

მისი თქმით, ევროკავშირში ზოგიერთ წევრ ქვეყანას საქართველოსთან დაკავშირებით ომის დღის წესრიგით ნაკარნახევი მიზნები აქვს.

„არის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო - ცალკეული ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და ზოგი სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, რომლებსაც ძალიან ვიწროპოლიტიკური, ომის დღის წესრიგით ნაკარნახევი მიზნები აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით. ისინი საქართველოს ხედავენ არა როგორც თანასწორ პარტნიორს, რომელსაც აქვს თავისი ინტერესები და რომლის ინტერესებიც შეიძლება, იყოს გათვალისწინებული. არამედ მათთვის საქართველო არის პირდაპირ ამ დიდი გეგმის კონკრეტული მოთამაშე, ერთი პაიკი, რომელიც მათი გადმოსახედიდან, უფრო დიდ მიზნებს უნდა შესწირონ.

მაგრამ ასე არ არის მთელს ევროკავშირში. არის სხვა ინტერესებიც, მათ შორის ევროკავშირის შიგნით, ბრიუსელში, ბრიუსელის ინსტიტუტებს შორისაც მნიშვნელოვანი ინსტიტუციური დაპირისპირებაა სწორედ იმიტომ, რომ ბევრმა დაინახა, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც იყო გადადგმული, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით, იყო მცდარი, არასწორი, როგორც პოლიტიკურად, ასევე სხვა გაგებითაც, რადგან ამან მოიტანა ის, რომ ევროკავშირის რეპუტაცია, ევროკავშირისადმი ნდობა შეილახა და ამის შემდგომი ნაბიჯები არის ის, რომ ისინი ცდილობენ ამ პოლიტიკის შეცვლას.

სამწუხაროდ, ბრიუსელში ზოგიერთმა ინსტიტუტმა საქართველოსთან ურთიერთობების ერთგვარი მონოპოლიზება მოახდინა, განსაკუთრებით ვგულისხმობ კაია კალასის უწყებას, რომელმაც ხელში ჩაიგდო საქართველოსთან ურთიერთობის აწყობა თუ გაგრძელება, რაც არ გამოვიდა. დღეს ცხადია, რომ ამან მოიტანა სრული ფიასკო და ამაზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს როგორც კაია კალასისადმი, ასევე სხვა ბიუროკრატებისადმი, რომლებიც ამ იერარქიაში საქართველოზე აგებენ პასუხს და სწორედ ამიტომ ჩნდება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ამასთან, დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობებს გადატვირთავს.

„საბოლოო ჯამში მაინც იმედიანად ვარ, რომ ადრე თუ გვიან ევროკავშირი საკუთარი შეცდომებიდან გამომდინარე, გადატვირთავს ამ ურთიერთობებს, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოება რასაც ხედავს, ეს არის აქ მთავარი - ჩვენი მხრივ, საქართველოს წილი პასუხისმგებლობა რაც არის, აქ ჩვენ პირნათელი ვართ მოსახლეობის, თავად ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინაშეც. ჩვენ არ ვყოფილვართ ის, რომელმაც დააზიანა ეს ურთიერთობები და ჩვენ მზად ვართ ამ ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ოღონდ, რა თქმა უნდა, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპით“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →საკუთარი →

მსგავსი სტატიები

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

იმედი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

იმედი

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი