
ლევან მახაშვილი: ევრობიუროკრატები როგორ სცემენ ხალხს პატივს, ეს კარგად ვნახეთ უპირველესად საქართველოს მაგალითზე. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ არ სცეს პატივი საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ ისლანდიის არჩევანი იყო „გასაგები“, ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდა გასაგები
ევრობიუროკრატები როგორ სცემენ ხალხს პატივს, ეს კარგად ვნახეთ უპირველესად საქართველოს მაგალითზე. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ არ სცეს პატივი საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ ისლანდიის არჩევანი იყო „გასაგები“, ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდა გასაგები, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის ახსნაც მარტივია, მათ საქართველო წარმოედგინათ დაბალ ღობედ, მარტივად გადასატეხ მაგალითად, „თუმცა, ყელში გაეჩხირათ საქართველოს მაგალითი“.
„ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ მტკიცედ დამდგარიყვნენ თავის არჩევანზე, დაეცვათ საკუთარი პოზიცია და მოლაპარაკების პროცესში ევროკავშირთან ღირსეულად დამდგარიყვნენ, ბრიუსელთან თანასწორუფლებიან რეჟიმში ესაუბრათ. ჩვენ არ გვინახავს ისლანდიაში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, დემოკრატიის შავ დღედ გამოცხადება და „ჩელიაბინსკში გაღვიძება“ ისლანდიელების მხრიდან, რევოლუციების წახალისება და ევროკომისიის მხრიდან მხარდამჭერი განცხადებები.
ეს უნდა იყოს გაკვეთილი ბრიუსელისთვისაც, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს სხვა ხალხების არჩევანს, სხვა შემთხვევაში, როგორც ისლანდიის შემთხვევაში დადგა, პირიქით - ნეგატიურად მოუბრუნდებათ საკუთარ პოლიტიკაში“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge