მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: ისლანდიის რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ. ისლანდიელებმა ვერ დაინახეს ევროკავშირში გვერდში მდგომი, რომელიც მათ დაიცავდა ამ გეოპოლიტიკურ მორევში გამოწვევებისა და საფრთხეებისგან
ლევან მახაშვილი: ისლანდიის რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ. ისლანდიელებმა ვერ დაინახეს ევროკავშირში გვერდში მდგომი, რომელიც მათ დაიცავდა ამ გეოპოლიტიკურ მორევში გამოწვევებისა და საფრთხეებისგან

იმედი|imedinews.ge

ისლანდიის რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, ისლანდიელებმა ვერ დაინახეს ევროკავშირში გვერდში მდგომი, რომელიც მათ დაიცავდა ამ გეოპოლიტიკურ მორევში გამოწვევებისა და საფრთხეებისგან.

„დღეს იმიტომ შეიძლება, ქვეყანას ევროკავშირის წევრობა უნდოდეს, რომ ერთგვარი ქოლგა იყოს მისთვის მსოფლიო უწესრიგობაში, რომ თავიდან აირიდოს დიდი, აგრესიული სახელმწიფოების მხრიდან აგრესიული პოლიტიკა, მაგრამ დღეს რომ შევხედოთ ბრიუსელს და ასე შეხედეს ისლანდიელებმაც, ბრიუსელი არა თუ მტკიცედ დგას, თავად არის ოთხმხრივი ცეცხლის ქვეშ.

მცდარი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გამო გასული წლების განმავლობაში მათ დაკარგეს პრაქტიკულად ყველაფერი, იაფი ენერგო რესურსები, მიწოდების ჯაჭვები, უსაფრთხოების ქოლგა, მეგობრებიც კი - მტრები ხომ მტრებად დაიტოვა და მეგობრებიც მტრებად აქცია.

ამიტომ საბოლოო ჯამში ასე შეხედეს [ისლანდიელებმა], აწონ-დაწონეს და ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყვნენ დასუსტებული ორგანიზაციის წევრი, გადაწყვიტეს, რომ გარეთ თავად შეენარჩუნებინათ კონტროლი საკუთარ რესურსებზე, სუვერენიტეტი ჰქონოდათ და ერთგვარი მოქნილობა ჰქონოდათ საგარეო პოლიტიკაში“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინა გავლენა ისლანდიელების გადაწყვეტილებაზე ევრო ბიუროკრატიის დღევანდელმა აგრესიულმა ქცევამ.

„ყველა გადაწყვეტილების დროს მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორ ეპყრობა ბრიუსელი საკუთარ პარტნიორებს, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა ისლანდიის მხრიდან. ისინი ხედავენ, რა დამოკიდებულება აქვს, როგორ ეპყრობა, რას აკეთებს, როგორ იქცევა, როდესაც პრობლემები აქვს ამა თუ იმ პარტნიორს, რა დამოკიდებულებით უდგება ბრიუსელი, როდესაც გარკვეული კითხვები და შენიშვნები აქვთ, როგორ დამოკიდებულებას ავლენს და საბოლოო ჯამში სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი - სუვერენიტეტის დაცვის შენარჩუნების საკითხი. მათ ამჯობინეს, ევროკავშირს შიგნით ამ ბატალიების ნაცვლად გარეთ ყოფილიყვნენ, ჰქონოდათ მჭიდრო ვაჭრობა, მაგრამ როდესაც კრიტიკულ თემებზეა საუბარი, უშუალოდ თავად განკარგონ აღნიშნული პროცესი.

ამიტომ რასაც ბრიუსელი აკეთებს საქართველოსთან თუ სხვასთან მიმართებით, ეს შეუმჩნეველი არ რჩება და ამას თავისი ნეგატიური შედეგები აქვს. ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ გადიოდა ბრიუსელის არაკომპეტენტურ და ხშირ შემთხვევაში აგრესიულ, ხისტ მოპყრობაზე საკუთარი პარტნიორების მიმართ“, - გამარტა მახაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 12 თვით გახანგრძლივება დაბლოკაBM.GE
  • ევროკავშირმა სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის ორწლიანი დროებითი ზომები შეათანხმაფორმულა
  • გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას ბელგია ეწინააღმდეგება და საკითხის გადაწყვეტისას ევროკავშირის ქვეყნებს შორის პასუხისმგებლობის სამართლიან გადანაწილებას ითხოვსრუსთავი 2
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ლევან მახაშვილი: რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ხელს უშლის პროცესს - ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და დასუსტებული ქვეყანა ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს

ლევან მახაშვილი: ევრობიუროკრატები როგორ სცემენ ხალხს პატივს, ეს კარგად ვნახეთ უპირველესად საქართველოს მაგალითზე. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ არ სცეს პატივი საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ ისლანდიის არჩევანი იყო „გასაგები“, ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდა გასაგები

ლევან მახაშვილი ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე: ეს არ იყო ევროპის იდეის მარცხი, მაგრამ ეს იყო ბრიუსელის პოლიტიკის მარცხი და ამას ექნება თავისი გამოძახილი სხვა სახელმწიფოებში, განსაკუთრებით მათში, რომლებიც ახლა ცდილობენ ევროკავშირის წევრობას

ნიკოლოზ ჩხეტიანი აბასთუმნის ფილტვის ცენტრზე: უნიკალური ობიექტია და გასაგებია, პოლიტიკურად ანგაჟირებული წრეები რატომაც ცდილობენ, ამ უდიდეს ქველმოქმედებას როგორმე ჩირქი მოსცხონ და ნეგატიურ კონტექსტში წარმოსახონ მიმდინარე პროცესები. მაგრამ, ჩვენ საქმიანობას ვაგრძელებთ