მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი კაია კალასზე: მათი პოზიციები ნაკარნახევია არა მოქალაქეების საჭიროებებიდან, არა გეოპოლიტიკური საჭიროებებიდან, არა ორმხრივი ინტერესების საჭიროებებიდან, არამედ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე
ლევან მახაშვილი კაია კალასზე: მათი პოზიციები ნაკარნახევია არა მოქალაქეების საჭიროებებიდან, არა გეოპოლიტიკური საჭიროებებიდან, არა ორმხრივი ინტერესების საჭიროებებიდან, არამედ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე

იმედი|imedinews.ge

საჭიროება არის სწორად დანახული, რომ საქართველო ნამდვილად არის მნიშვნელოვანი რგოლი და პარტნიორი ევროკავშირისთვის ენერგოუსაფრთხოებიდან დაწყებული სხვა ლოგისტიკით, ტრანსპორტით და ვაჭრობით გაგრძელებული, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ამას კაია კალასი, მისი პოლიტიკური ჯგუფი და ოჯახი სწირავენ მოქალაქეების ინტერესებს.

„იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ურთიერთობები, უფრო მეტ ესკალაციასა და დაძაბულობაზე მიდიან. მათი პოზიციები ნაკარნახევია არა მოქალაქეების საჭიროებებიდან, არა გეოპოლიტიკური საჭიროებებიდან, არა ორმხრივი ინტერესების საჭიროებებიდან, არამედ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, რომ იქნებ რამენაირად კვლავ მეტი პოლარიზაცია შემოიტანონ ქართულ საზოგადოებაში“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრების სურვილის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯს. მიზეზად დაფინანსების გამოყოფის შეზღუდვას ასახელებს. საუბარია საქართველოს ხელისუფლების მიერ გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი