მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: მოვლენებს წინ აღარ გავუსწრებ, მაგრამ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები აღდგენილია
ლევან მახაშვილი: მოვლენებს წინ აღარ გავუსწრებ, მაგრამ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები აღდგენილია

ლევან მახაშვილი: მოვლენებს წინ აღარ გავუსწრებ, მაგრამ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები აღდგენილია

იმედი|imedinews.ge

ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები აღდგენილია. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, თბილისსა და ვაშინგტონს შორის ყინული დაძრულია.

„მოვლენებს წინ აღარ გავუსწრებ და აღარ ვიტყვი, რა და როგორ იქნება, მაგრამ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები აღდგენილია. ჩვენთვის სასურველი წერტილია, როცა შევძლებთ ვთქვათ, რომ ეს არის ის დონე, რაც გვაკმაყოფილებს და რაც სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა. იმედია, მაისში მოვლენების რა განვითარების მოლოდინიც გვაქვს, ამ პროცესს არსებითად ხელს შეუწყობს. როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით არსებითი ნაბიჯები იყო გადადგმული, რათა აღგვედგინა გაყინული ურთიერთობები, რაც წინა ადმინისტრაციამ დაგვიტოვა და გველაპარაკა შემდეგ ნაბიჯებზე. იმედია, მაისის ვიზიტი თუ შეხვედრები ამ პროცესს ხელს შეუწყობს. აპრილში იყო ვიზიტი, ზარი და ასე შემდეგ. პოლიტიკური ნება არსებობს და სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. 12 მაისის თუ 25 მაისის დასახელებას აზრი არ აქვს, ყინული დაძრულია, ვცდილობთ, ურთიერთობა გაგრძელდეს“, - განაცხადა მახაშვილმა.

გუშინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის კომუნიკაცია მაისის ბოლომდე გაღრმავდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ