მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: რეგიონები არის ხერხემალი ჩვენი სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისაც
ლევან მახაშვილი: რეგიონები არის ხერხემალი ჩვენი სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისაც

ლევან მახაშვილი: რეგიონები არის ხერხემალი ჩვენი სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისაც

იმედი|imedinews.ge

რეგიონები არის ხერხემალი ჩვენი სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისაც, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მახაშვილის თქმით, ბევრი რამ კეთდება ცალკეული მიმართულებებით, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია მოხდეს ამ ყველაფრის კოორდინაცია.

„რეგიონები არის ხერხემალი ჩვენი სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისაც. ბევრი რამ კეთდება ცალკეული მიმართულებებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, განათლება და ა.შ. მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია მოხდეს ამ ყველაფრის კოორდინაცია.

მოსახლეობასთან შეხვედრებზეც არაერთხელ გამოიკვეთა, რომ ბევრი რაღაც ცალ-ცალკე შესაძლოა კეთდება, მაგრამ აკლია ამას კოორდინაცია, ერთიანობაში მოქცევა, რათა ეს არ იყოს რაღაც ავტონომიური, ქაოსური ცალ-ცალკე პროცესები. არამედ, ერთიანობაში გაკეთებული პროცესი, რომ მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად მოხდეს ბიუჯეტის თანხების ინვესტიცია მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაში. ამ მხრივაც, ეს ახალი პოზიცია, მითუმეტეს მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით, იქნება სწორი. მთავარი მიზანი სწორედ ეს არის, რომ სახელმწიფო მმართველობა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე დაიკავებს. საკანონმდებლო ცვლილებებამდე ის რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებს. სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მთავარი ინვესტორი ჩინეთი გახდანეტგაზეთი
  • 13 წუთიანი უწყვეტი ოვაციები - მარტინ მაკდონაჰის ნამუშევარს კრიტიკოსები ოქროს ლომის მთავარ კანდიდატად მიიჩნევენ, ჯონ მალკოვიჩს კი "ოსკარს" უწინასწარმეტყველებენრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს რუსეთმა ქვეყანაზე მასირებული იერიში მიიტანა - მთავარი სამიზნე ოდესის ოლქი იყოტვ პირველი
მთავარი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

იმედი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი