
ლევან მახაშვილი: როდესაც ყარაბაღთან აკეთებენ ასოცირებას, ამით ფაქტობრივად საზოგადოებას ეუბნებიან, რომ თურმე საქართველომ მოახდინა რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის აფხაზეთის ოკუპაცია, თურმე ჩვენ ვართ ოკუპანტები
ეს არის ისტორიის შეგნებული გაყალბება, როდესაც ყარაბაღთან აკეთებენ ასოცირებას, ამით ფაქტობრივად საზოგადოებას ეუბნებიან, რომ თურმე საქართველომ მოახდინა რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის აფხაზეთის ოკუპაცია, თურმე ჩვენ ვართ ოკუპანტები, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
დეპუტატი აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების - ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთის „ტრავმულ მეხსიერებად“ მოხსენიებასა და ყარაბაღის დათმობის მაგალითად მოყვანას, ასევე სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ საქართველო აფხაზებისთვის უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის, ეხმიანება.
„ეს არის მიზანმიმართული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. პირველი ეს არის ისტორიის შეგნებული გაყალბება, როდესაც ყარაბაღთან აკეთებენ ასოცირებას, ამით ფაქტობრივად საზოგადოებას ეუბნებიან, რომ თურმე საქართველომ მოახდინა რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის აფხაზეთის ოკუპაცია, თურმე ჩვენ ვართ ოკუპანტები, რომ თურმე აფხაზეთი არის რუსეთი. მეორე ეს არის ანტიქართული და ანტიევროპული განცხადება, იმიტომ რომ ამით საზოგადოებას აჩვევენ იმ აზრს რომ შენ თუ გინდა დასავლეთისკენ სვლა, თუ გინდა რომ იქ ხალიჩები დაგიგონ და ხელი ჩამოგართვან შენ უნდა დაივიწყო აფხაზეთი და უნდა ჩააბარო ისტორიას“, - აღნიშნა მახაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge