მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მეხუზლა: კონდიციური საფერავის ქვედა ზღვარმა 21%-მდე დაიწია
ლევან მეხუზლა: კონდიციური საფერავის ქვედა ზღვარმა 21%-მდე დაიწია

ლევან მეხუზლა: კონდიციური საფერავის ქვედა ზღვარმა 21%-მდე დაიწია

იმედი|imedinews.ge

„2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის N536 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, კონდიციური საფერავის შაქრიანობის ქვედა ზღვარი 22%-დან 21%-მდე შემცირდა. გადაწყვეტილება მევენახეებთან გამართული შეხვედრებისა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

„კახეთის რეგიონში, 100-ზე მეტი სოფლის მევენახეებთან გამართული შეხვედრების შედეგად და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავწიოთ კონდიციური საფერავის ქვედა ზღვარი 22%-დან 21%-მდე, რაც ფერმერებისთვის საგრძნობი შეღავათია“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, მოახდინოს ყურძნის რეალიზაცია და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთის რეგიონში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი ფასებით ჩაიბარებს. კერძოდ, კონდიციური და დაუზიანებელი საფერავის, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარით განისაზღვრება, ხოლო არაკონდიციური საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარი იქნება. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 0,30 ლარით განისაზღვრება.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება. არაკონდიციური ყურძნის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 20%-მდეა ან/და რომელიც ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული ყურძნის შემთხვევაში - 0,30 ლარი იქნება.

„ყურძნის ხარისხის მიხედვით ფასთა სხვაობა გასულ წელს რთველში წარმატებით დაინერგა, რამაც მევენახეებს მისცა სტიმული, ეზრუნათ ყურძნის ხარისხსა და კონდიციურობაზე. თუმცა, გამოცდილებამ აჩვენა, რომ მეტი აქცენტია გასაკეთებელი ხარისხთან მიმართებაში. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მომავალი ეფუძნება მხოლოდ მაღალ ხარისხსა და უნიკალურობას“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას არავითარი ახსნა არ აქვს, პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს შინდისის გმირების დღეა. ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ

პრეზიდენტი: განწირული გამარჯვება - ეს სიტყვები შეუთავსებელია, მაგრამ, სანამ ქართული საზოგადოება მავნე ძალას, რომელიც ოპოზიციაში დომინირებს, არ მიუჩენს თავის ადგილს, ჩვენ „განწირული“ ვიქნებით გამარჯვებისთვის. მუდმივად გავიმარჯვებთ, მაგრამ სახელმწიფოს განვითარება იქნება შეფერხებული, რადგან წარმოუდგენელია ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ქვეყნის განვითარება

The Washington Post: ირანის საფრთხის გამო ტრამპმა თურქეთი ფარულად დატოვა

The Washington Post: ირანის საფრთხის გამო ტრამპმა თურქეთი ფარულად დატოვა

იმედი