მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან ნიკოლეიშვილი: თუნდაც დადგეს შედეგები იმის თაობაზე, რომ ვიზალიბერალიზაცია გაუქმდეს საქართველოს მოსახლეობისთვის, დამერწმუნეთ, ეს არ არის ისეთი სახის ტრაგედია, რომ თავში ხელები ვირტყათ
ლევან ნიკოლეიშვილი: თუნდაც დადგეს შედეგები იმის თაობაზე, რომ ვიზალიბერალიზაცია გაუქმდეს საქართველოს მოსახლეობისთვის, დამერწმუნეთ, ეს არ არის ისეთი სახის ტრაგედია, რომ თავში ხელები ვირტყათ

ლევან ნიკოლეიშვილი: თუნდაც დადგეს შედეგები იმის თაობაზე, რომ ვიზალიბერალიზაცია გაუქმდეს საქართველოს მოსახლეობისთვის, დამერწმუნეთ, ეს არ არის ისეთი სახის ტრაგედია, რომ თავში ხელები ვირტყათ

იმედი|imedinews.ge

ამ ფარსს უნდა დავანებოთ თავი და უნდა გავხდეთ ნეიტრალური საქართველო, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში ვერ იხსენებს ვერცერთ დადებით შემხვედრ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში განახორციელა, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას კი შანტაჟის მექანიზმად მიიჩნევს.

„თუნდაც დადგეს შედეგები იმის თაობაზე, რომ ვიზალიბერალიზაცია გაუქმდეს საქართველოს მოსახლეობისთვის, დამერწმუნეთ, ეს არ არის ისეთი სახის ტრაგედია, რომ თავში ხელები ვირტყათ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი ევროკავშირი. კარგად უნდა დავფიქრდეთ, ავწონ-დავწონოთ და ვთქვათ ის სიმართლე, რასაც საზოგადოება ელის ჩვენგან - ევროკავშირი არ არის ის ორგანიზაცია, სადაც საქართველო უნდა მიისწრაფოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტიტუციაშია ჩაწერილი. აბსოლუტურად უსამართლოა ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაყენება საქართველოსთან მიმართებაში, ვინაიდან ამას აქვს პოლიტიკური კონტექსტი. ტექნიკური საკითხები თუ განიხილება, უნდა წარადგინონ ის, რაც საქართველომ „დააშავა“. ეს არის მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს შანტაჟის ჩვეულებრივი მექანიზმი“, - მიიჩნევს ნიკოლეიშვილი.

მან პრემიერ-მინისტრის ყირგიზეთში ვიზიტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რომელიმე ალიანსში, განსაკუთრებით კი ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველო შებოჭილი იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესების სასარგებლო საგარეო პოლიტიკის წარმოებაში, ქვეყნის გადარჩენის გზა კი ნეიტრალიტეტშია, რომელშიც მას „თავისუფლად სუნთქვის“ საშუალება ექნება და ვერავინ დააშანტაჟებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
  • სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინარუსთავი 2
  • ცნობილია დენის სისტემური გათიშვის საკითხზე სემეკის შესწავლის პირველადი შედეგებიBM.GE
  • გეოპოლიტიკური კრიზისი: NATO-ს ანკარის სამიტის შედეგები და აშშ-ირანის სამხედრო ესკალაციაფორმულა
შედეგები →

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი