მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ​ლიხტენშტაინმა მემკვიდრეობის წესები შეცვალა - ამიერიდან ტახტის დაკავება ქალებსაც შეეძლებათ
​ლიხტენშტაინმა მემკვიდრეობის წესები შეცვალა - ამიერიდან ტახტის დაკავება ქალებსაც შეეძლებათ

​ლიხტენშტაინმა მემკვიდრეობის წესები შეცვალა - ამიერიდან ტახტის დაკავება ქალებსაც შეეძლებათ

იმედი|imedinews.ge

ლიხტენშტაინის სამთავრო სახლმა ტახტის მემკვიდრეობის წესები შეცვალა - ამიერიდან, მომავალ თაობებში, ქალები ტახტის დაკავებას კაცების თანაბრად შეძლებენ.

ლიხტენშტაინის სამთავრო სახლის პრესრელიზში ნათქვამია, რომ მდედრობითი სქესის შთამომავლებს ენიჭებათ დინასტიური კანონმდებლობის საკითხებში მონაწილეობის ისეთივე უფლებები, როგორიც მამრობითი სქესის შთამომავლებს. ეს ნიშნავს, რომ მომავალში ტახტის მემკვიდრე, ხოლო შემდგომში - ლიხტენშტაინის მმართველი მთავარი სწორედ პირველი შვილი გახდება, სქესის მიუხედავად.

1989 წლიდან ლიხტენშტაინს ​ ჰანს-ადამ II მართავს, 2004 წლიდან კი ოფიციალური მოვალეობების უმეტესობას მისი უფროსი ვაჟი, მემკვიდრე პრინცი ალოისი ასრულებს. წესების ცვლილება მის ოჯახს არ შეეხება - ის გავრცელდება მხოლოდ იმ შთამომავლებზე, რომლებიც მომავალში დაიბადებიან, განმარტავს პრესრელიზი.

58 წლის პრინც ალოისსა და მის მეუღლე სოფიას ოთხი შვილი ჰყავთ, რომელთაგან უფროსი 31 წლის ვაჟი - იოზეფ ვენცელია. მეორე შვილია ქალიშვილი მარია-კაროლინა, რომელიც ახლა 29 წლისაა.

ლიხტენშტაინი კონსერვატიზმით გამოირჩევა. 1984 წელს მან, ევროპულ ქვეყნებს შორის ბოლომ მისცა ქალებს ეროვნულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. კაცმა ამომრჩევლებმა რეფერენდუმზე ამ ცვლილებას მცირე უპირატესობით დაუჭირეს მხარი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ჰამასის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჯარედ კუშნერი ისრაელში ჩავიდა

„ჰამასის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჯარედ კუშნერი ისრაელში ჩავიდა

იმედი

ნინო ფოჩხუა: გარე პატრონების დავალებით აქაური აგენტურა მალე შემოგვაპარებს აფხაზეთის დათმობის იდეას რუსეთისთვის, რაც უდიდესი ღალატია! ნურავინ იფიქრებს, რომ უარს გვათქმევინებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა

დავით ქართველიშვილი თამთა მიქელაძის განცხადებაზე: გუშინწინ იგივე ადამიანები ბრალს უყენებდნენ მოქმედ ხელისუფლებას, რომ იგი ემზადება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ, დღეს ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას

კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს ამზადებს

კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს ამზადებს

იმედი