მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლიზა გეგეჭკორი: გია ხუხაშვილი გვიმტკიცებდა, რომ თურმე რაღაც „უხილავი ძალები“ ირაკლი კობახიძის ხელით ბიძინა ივანიშვილს ანაცვლებდნენ. გავიდა რამდენიმე თვე და გვიმტკიცებს - თურმე, ივანიშვილი კობახიძეს მოსახსნელად ამზადებს
ლიზა გეგეჭკორი: გია ხუხაშვილი გვიმტკიცებდა, რომ თურმე რაღაც „უხილავი ძალები“ ირაკლი კობახიძის ხელით ბიძინა ივანიშვილს ანაცვლებდნენ. გავიდა რამდენიმე თვე და გვიმტკიცებს - თურმე, ივანიშვილი კობახიძეს მოსახსნელად ამზადებს

იმედი|imedinews.ge

„ნოსტრადამუსობა“ და „ექსპერტობა“ რომ ერთმანეთში ერევათ ჩვენს ე.წ. კრიტიკულ მედიებში, ეგ ახალი ამბავი არ არის, მაგრამ გია ხუხაშვილის ფენომენი მაინც სულ სხვა განზომილებაა და უკვე კომედიის ჟანრს განეკუთვნება, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, რამდენიმე თვის წინ, ხუხაშვილი ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძით ჩანაცვლდებოდა, ახლა კი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს, რომ ივანიშვილი კობახიძეს დღე-დღეზე გაუშვებს.

როგორც გეგეჭკორი აღნიშნავს, კაცი, რომლის პროგნოზები და „ანალიზი“ სეზონების მიხედვით 180 გრადუსით ტრიალდება და საკუთარ ნათქვამს თავადვე უარყოფს, ექსპერტად ვერ ჩაითვლება.

„გავიხსენოთ, რა ხდებოდა სულ ცოტა ხნის წინ: ეს ექსპერტად წოდებული კაცი თვეების განმავლობაში, სრული სერიოზულობით, აპოკალიფსური ტონით და „ბრძნული“ გამომეტყველებით გვიმტკიცებდა, რომ თურმე რაღაც „უხილავი ძალები“ ირაკლი კობახიძის ხელით ბიძინა ივანიშვილს ანაცვლებდნენ. ხატავდა გლობალური შეთქმულების თეორიებს, რომ კობახიძე ძალაუფლებას იღებს და ივანიშვილს გვერდზე სწევსო. ამ სრულ აბსურდს ისმენდა მთელი ოპოზიციური მედია და აღფრთოვანებული უქნევდა თავს. ახლა გავიდა სულ რამდენიმე თვე და ზუსტად იგივე სტუდიებში, ზუსტად იგივე პათოსით და ისევ იმავე „დამანგრეველი ინსაიდერის“ პოზით გვიმტკიცებს სრულიად საპირისპიროს - თურმე ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს მოსახსნელად ამზადებს და დღე-დღეზე გაუშვებს. მართლა მაინტერესებს და მინდა ვინმემ ამიხსნას: ლოგიკის რა წესებს ექვემდებარება ეს ყველაფერი? კაცი, რომლის პროგნოზები და „ანალიზი“ სეზონების მიხედვით 180 გრადუსით ტრიალდება და საკუთარ ნათქვამს თავადვე უარყოფს, როგორ შეიძლება ვინმემ ექსპერტად ჩათვალოს? ან ის ტელევიზიები, რომლებიც ამ ურთიერთგამომრიცხავ ზღაპრებს საკუთარ ეთერში ისმენენ, არცერთ კითხვას არ უსვამენ და საზოგადოებას ამ ყავაზე მკითხაობას „სიღრმისეულ პოლიტიკურ ანალიზად“ ასაღებენ, როგორ იბრალებენ მედიობას? რა სტანდარტია ეს, რა მორალია ან ვის რაში სჭირდება ეს ყოველდღიური იაფფასიანი ტყუილები? სიმართლე ისაა, რომ ამ ადამიანს არც ინფორმაცია აქვს, არც ანალიზის უნარი შემორჩა და მით უმეტეს, არანაირი შეხება არ აქვს რეალურ პოლიტიკურ პროცესებთან. უბრალოდ, ზის და იმ კონკრეტულ მომენტში რა სისულელეც მოუვა თავში, იმას ყიდის. ნეტავ, თვითონ თუ ახსოვს, გუშინ რას ამტკიცებდა? სასაცილოდ სამარცხვინოებად იქცნენ, ერთმანეთს ასწრებენ უკვე," - წერს ლიზა გეგეჭკორი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: რუსებმა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეული რაკეტა, ასეთია წინასწარი მონაცემები

ზელენსკი: რუსებმა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეული რაკეტა, ასეთია წინასწარი მონაცემები

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი