მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტის, გიორგი ახობაძის განცხადებაზე: ნავთობტერმინალზე დარტყმა ნიშნავს ეკონომიკურ კოლაფსს და ადამიანების მსხვერპლს - ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე, კლასიკური მეხუთე კოლონა, რომლისთვისაც საქართველოს ომის ცეცხლში გახვევა და ნანგრევებად ქცევა არა ტრაგედია, არამედ სანატრელი მიზანია
ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტის, გიორგი ახობაძის განცხადებაზე: ნავთობტერმინალზე დარტყმა ნიშნავს ეკონომიკურ კოლაფსს და ადამიანების მსხვერპლს - ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე, კლასიკური მეხუთე კოლონა, რომლისთვისაც საქართველოს ომის ცეცხლში გახვევა და ნანგრევებად ქცევა არა ტრაგედია, არამედ სანატრელი მიზანია

იმედი|imedinews.ge

რა ჰქვია ამას, თუ არა ღია, დაუფარავი და პირდაპირი სახელმწიფო ღალატი?! ეს აღარ არის არც პოლიტიკური დაპირისპირება, არც რადიკალიზმი და არც გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საკუთარი სამშობლოს, ეკონომიკის და, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეების სიცოცხლის პირდაპირი მტრობა, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტის, გიორგი ახობაძის განცხადების შესახებ, რომელმაც აღნიშნა: „ქართული ნავთობტერმინალები სამხედრო სამიზნეებია უკრაინისთვის. ჩვენს ნავთობტერმინალებზე უკრაინული ჩიტები რომ მოფრინდებიან, შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშით - „იბაწ“.

გეგეჭკორის თქმით, „მათთვის ქვეყანა მხოლოდ მაშინ არის ფასეული, თუ თავად სხედან ხელისუფლებაში; წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად არიან, საკუთარი ხელით გაანადგურონ ყველაფერი და მტერსაც კი დაუდგნენ გულშემატკივრად, ოღონდ საკუთარი სახელმწიფო დააზიანონ.“

„რა ჰქვია ამას, თუ არა ღია, დაუფარავი და პირდაპირი სახელმწიფო ღალატი?! უბრალოდ, წაიკითხეთ და გაიაზრეთ, რას ითხოვს და რას ნატრობს ეს ე.წ. "ოპოზიციის აქტივისტი" გიორგი ახობაძე. ადამიანი სრული სერიოზულობით მოუწოდებს საზოგადოებას, რომ როდესაც უცხო ქვეყნის დრონები თუ რაკეტები საქართველოს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, კერძოდ კი ჩვენს ნავთობტერმინალებს დაარტყამენ და გაანადგურებენ, ამას ღიმილითა და ტაშით უნდა შევხვდეთ! ეს აღარ არის არც პოლიტიკური დაპირისპირება, არც რადიკალიზმი და არც გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საკუთარი სამშობლოს, ეკონომიკის და, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეების სიცოცხლის პირდაპირი მტრობა. ნავთობტერმინალზე დარტყმა ნიშნავს უმძიმეს ეკოლოგიურ კატასტროფას, განადგურებულ სახელმწიფო ქონებას, ეკონომიკურ კოლაფსს და ადამიანების მსხვერპლს. და ამ ფონზე ეს უსამშობლო არსებები თურმე ტაშის დაკვრასა და საზეიმო შეძახილებს აპირებენ. აი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური, შეულამაზებელი სახე. ეს არის კლასიკური მეხუთე კოლონა, რომლისთვისაც საქართველოს ომის ცეცხლში გახვევა და ნანგრევებად ქცევა არა ტრაგედია, არამედ სანატრელი მიზანია. მათთვის ქვეყანა მხოლოდ მაშინ არის ფასეული, თუ თავად სხედან ხელისუფლებაში; წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად არიან, საკუთარი ხელით გაანადგურონ ყველაფერი და მტერსაც კი დაუდგნენ გულშემატკივრად, ოღონდ საკუთარი სახელმწიფო დააზიანონ,“ - წერს ლიზა გეგეჭკორი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ომის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 147 სტატია.

  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
  • აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდატვ პირველი
  • მიუხედავად ომისა, საქართველოდან ირანში ექსპორტი რეკორდულად, 629%-ით გაიზარდა - ეკონომიკური კავშირებიBM.GE
  • ევროკავშირის პრეს-სპიკერი 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსფორმულა
ომის →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ანტიკორუფციული რეიდი ზელენსკიზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს

POLITICO: ანტიკორუფციული რეიდი ზელენსკიზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები გაიგზავნა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები გაიგზავნა

იმედი

წყალტუბოში აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

წყალტუბოში აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

იმედი

საბაჟო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

საბაჟო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

იმედი