მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლონდონში ყველაზე გრძელი ტირამისუ მოამზადეს🧑‍🍳
ლონდონში ყველაზე გრძელი ტირამისუ მოამზადეს🧑‍🍳

ლონდონში ყველაზე გრძელი ტირამისუ მოამზადეს🧑‍🍳

იმედი|imedinews.ge

ლონდონში მსოფლიოში ყველაზე დიდი ტირამისუ მოამზადეს. დესერტის სიგრძემ 440 მეტრი შეადგინა.

დესერტზე 100 იტალიელი შეფ-მზარეული 2 დღის განმავლობაში მუშაობდა. გიგანტური ტირამისუს მოსამზადებლად დაიხარჯა 19 ათასი კვერცხი, 2,2 ტონა მასკარპონე და 128 ათასი ორცხობილა „სავოიარდი“.

გინესის რეკორდების წიგნის წესების თანახმად, დესერტი უშუალოდ ადგილზევე უნდა დამზადებულიყო და აწყობილიყო. ეს გრანდიოზული დესერტი მეფესა და სამეფო ოჯახს მიეძღვნა, რის გამოც ზემოდან ოქროს გვირგვინით მორთეს.

დესერტის მომზადება კონდიტერ მირკო რიჩის იდეა იყო. ის ამ რეკორდს ადრეც ფლობდა: 2017 წელს რიჩიმ ყველაზე გრძელი ტირამისუ იტალიაში მოამზადა, თუმცა 2019 წელს სხვა იტალიურმა გუნდმა შედეგის გაუმჯობესება შეძლო. მაშინ მილანში 273 მეტრის სიგრძის ტირამისუ მოამზადეს. ახლა რეკორდი ისევ რიჩის დაუბრუნდა. კონდიტერმა ტირამისუს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დესერტი უწოდა, რომელიც კი ოდესმე იტალიაში შექმნილა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ