მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაგდა მამუკაშვილი სალომე ზურაბიშვილს: ნანუ სანდერი მიყვებოდა, სალომემ დამაბრალა რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლობაო - ნანუს ერთი კვირის წინ მიუსაჯეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აშკარაა, ეს გოგო გაწირულია. თუ აპირებთ მისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას ამ საჯარო განცხადების გამო?
მაგდა მამუკაშვილი სალომე ზურაბიშვილს: ნანუ სანდერი მიყვებოდა, სალომემ დამაბრალა რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლობაო - ნანუს ერთი კვირის წინ მიუსაჯეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აშკარაა, ეს გოგო გაწირულია. თუ აპირებთ მისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას ამ საჯარო განცხადების გამო?

იმედი|imedinews.ge

ქალბატონო სალომე, გუშინ ვესაუბრე ნანუ სანდერს, თქვენ გაგიხსენათ, მიყვებოდა, იმდენად მეზიზღება ყველაფერი რუსული, რომ პროდუქტსაც არ ვყიდულობდი, თუ არ დავრწმუნდებოდი, რუსეთში არ იყო წარმოებულიო. სალომემ კი მთლად რუსობა დამაბრალა და რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლობაო, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ.

მამუკაშვილი, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იხსენებს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ელისო კილაძის პოსტს გამოეხმაურა და გამოთქვა ვარაუდი, რომ სახეზე იყო რუსული სპეცოპერაცია.

ოპოზიციონერი აქტივისტი ინტერესდება, რატომ გააკეთა ზურაბიშვილმა ეს შეფასება და პირებს თუ არა იგი ნანა სანდერისთვის, რომელსაც 7 წლით პატიმრობა შეეფარდა, საჯაროდ ბოდიშის მოხდას.

„მე მართლა მიკვირს, რატომ მოიცალეთ 4 ოქტომბრის შემდგომ ისეთ რთულ დროს, როცა სწორედ რუსული სპეცსამსახურები უპატრონო აქტივისტებზე დათარეშობდნენ, რომ აი ეს შეფასება გაგეკეთებინათ? ნუთუ, ვერ იფიქრეთ, რომ ასეთ საშიშ პერიოდში თქვენს ყველა სიტყვას დიდი ფასი ექნებოდა? თქვენ ხომ არ ხართ ვიღაც უხმო აქტივისტი, თქვენ პრეზიდენტი იყავით და უდიდესი აუდიტორია გყავდათ. რატომ გამოთქვით ეს ვარაუდები, რა იყო ამ გესლიანი ტექსტის მიზანი? ნანუ ციხეში ზის უკვე 9 თვეა, 1 კვირის წინ მიუსაჯეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აშკარაა, რომ ეს გოგო გაწირულია. მაინტერესებს, თუ აპირებთ მისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას ამ საჯარო განცხადების გამო? პირადად რომ არ მიგიწერიათ, ესეც ვიცი, საჯარო ბოდიშს თუ აპირებთ?“ - წერს მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ფრიდრიხ მერცის მრჩეველი და ბორის ჯონსონი რუსული დრონების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენფორმულა
  • რუსული ინვესტიციების 80%-ზე მეტი უძრავ ქონებასა და მშენებლობაში ჩაიდო|TOP-10 კომპანია და სექტორებიBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკარუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა