მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაია ბითაძე: ევროკავშირში გაწევრიანების ინსტრუმენტალიზაციამ ისეთი მახინჯი ფორმა მიიღო, რომელიც დამაზიანებელია ევროკავშირისთვის
მაია ბითაძე: ევროკავშირში გაწევრიანების ინსტრუმენტალიზაციამ ისეთი მახინჯი ფორმა მიიღო, რომელიც დამაზიანებელია ევროკავშირისთვის

მაია ბითაძე: ევროკავშირში გაწევრიანების ინსტრუმენტალიზაციამ ისეთი მახინჯი ფორმა მიიღო, რომელიც დამაზიანებელია ევროკავშირისთვის

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირში გაწევრიანების ინსტრუმენტალიზაციამ ისეთი მახინჯი ფორმა მიიღო, რომელიც დამაზიანებელია ევროკავშირისთვის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

მისი თქმით, ევროკავშირში, ახალი მენეჯმენტის და ხელმძღვანელობის პირობებში, ძალიან მოხშირდა კანდიდატის სახელმწიფოების „დაშანტაჟების“ სხვადასხვა მეთოდი.

„ძალიან მოხშირდა კანდიდატი სახელმწიფოების ე.წ. დაშანტაჟების სხვადასხვა მეთოდი. მაკედონიასთან სხვა მოთხოვნები აქვთ, ჩვენთან ეს მოთხოვნები აქვთ, სერბეთთან სხვა, ასე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ინსტრუმენტალიზაციამ ისეთი მახინჯი ფორმა მიიღო, რომელიც დამაზიანებელია ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირს მოუწევს იმის გააზრება, რომ თვითონ შევიდა ისეთ სპირალში, საიდანაც გამოსვლა ძალიან უჭირთ.

„ამ ურთიერთობების გადაწყობა-გადალაგება არ არის მხოლოდ ისე, რომ „ქართული ოცნება“, საქართველოს მოსახლეობა ისევ თავჩახრილი იყოს. როდესაც დემოკრატიაზე და პარტნიორობაზე საუბრობენ, გაიაზრონ, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავისი ინტერესები აქვს, ჩვენ ევროკავშირში წევრობა გვინდა ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი