მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაია ომიაძე: დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია და სწორედ ამიტომ ლონდონის ცენტრალურ ადგილებში საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
მაია ომიაძე: დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია და სწორედ ამიტომ ლონდონის ცენტრალურ ადგილებში საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა

მაია ომიაძე: დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია და სწორედ ამიტომ ლონდონის ცენტრალურ ადგილებში საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა

იმედი|imedinews.ge

ლონდონის ცენტრალურ ადგილებში საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა და დღეიდან რეკლამა 46 ლოკაციაზე ხელმისაწვდომი, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ადმინისტრაციამ დაიწყო მარკეტინგული კამპანია, რომლის მიხედვითაც ბრიტანელ მოგზაურებს საქართველოს შესახებ საჭირო ინფორმაციას აწვდიან. „დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. 2025 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმა ავიაკომპანიამ დაიწყო პირდაპირი ფრენები. თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით easyJet კვირაში ორი სიხშირით, ხოლო British Airways კვირაში ოთხი სიხშირით დაფრინავს“, - აღნიშნა მაია ომიაძემ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ბრიტანეთის ბაზარზე განხორციელებულმა ერთობლივმა მარკეტინგულმა აქტივობებმა შედეგი უკვე გამოიღო. წლის განმავლობაში დაგეგმილი კამპანიებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მასშტაბური გარე რეკლამაა. „2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ბრიტანელი მოგზაურების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა. აღნიშნული კამპანია არ არის ერთადერთი, რასაც წლის განმავლობაში ბრიტანეთის ბაზარზე ვგეგმავთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ გარე რეკლამა ძალიან შთამბეჭდავი იქნება“, - განაცხადა ომიაძემ. კამპანიის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, ლონდონში საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებსა და ფოტო კოლაჟებს 17 მილიონზე მეტი ადამიანი იხილავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ