მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაიკლ ფონ დერ შულენბურგი: მცირე ზომის სახელმწიფოებს აქვთ ძალიან ბევრი შესაძლებლობა. თქვენ არ გაქვთ დიდი სახელმწიფოების მსგავსად დიდი სამხედრო რესურსი, ამიტომ გონიერებაა თქვენი იარაღი, დიპლომატია, კომპრომისი
მაიკლ ფონ დერ შულენბურგი: მცირე ზომის სახელმწიფოებს აქვთ ძალიან ბევრი შესაძლებლობა. თქვენ არ გაქვთ დიდი სახელმწიფოების მსგავსად დიდი სამხედრო რესურსი, ამიტომ გონიერებაა თქვენი იარაღი, დიპლომატია, კომპრომისი

იმედი|imedinews.ge

მცირე ზომის სახელმწიფოებს აქვთ ძალიან ბევრი შესაძლებლობა. თქვენ არ გაქვთ დიდი სახელმწიფოების მსგავსად დიდი სამხედრო რესურსი, ამიტომ გონიერებაა თქვენი იარაღი, დიპლომატია, კომპრომისი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა მაიკლ ფონ დერ შულენბურგმა.

მაიკლ ფონ დერ შულენბურგმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირს ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.

„ევროკავშირმა უნდა აღასრულოს სამი უმნიშვნელოვანესი მოცემულობა საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის. პირველ რიგში პატივისცემით მოეპყროს საქართველოს, მეორე - უნდა მოგისმინონ და მესამე - უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო არც ლუქსემბურგია და არც გერმანია, მას განსხვავებული გამოწვევები აქვს. პატივი უნდა სცენ თქვენს სუვერენიტეტს, ეს კი პირველ რიგში ნიშნავს, რომ არ აქვთ უფლება, თქვენს შიდა საქმეებში ცხვირი ჩაყონ“, - აღნიშნა მაიკლ ფონ დერ შულენბურგმა.

ევროპარლამენტარმა ასევე ისაუბრა შედეგებზეც, რომელსაც საქართველომ პრაგმატული, სამშვიდობო პოლიტიკით მიაღწია.

„გადავხედე სახელმწიფოების ეკონომიკურ სტატისტიკას, 192 სახელმწიფოს შორის საქართველო მე-15 ადგილზეა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თქვენ ეკონომიკური განვითარების ტემპით 50 სახელმწიფოს აჯობეთ, ახლა კი, როდესაც გეწვიეთ, კიდევ უფრო ხელშესახები და მკაფიოა თქვენი წარმატება“, - განმარტა ფონ დერ შულენბურგმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამხედრო

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • გვიან ღამით აშშ-მა ირანის წინააღმდეგ საპასუხო სამხედრო დარტყმები განახორციელაBM.GE
  • ტრამპი ირანს მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში სამხედრო მოქმედებების განახლებით ემუქრებაფორმულა
  • აზოვსა და ტაგანროგში დრონებმა ნავთობბაზებს, სამხედრო-სამრეწველო ქარხანასა და ნავთობტერმინალს დაარტყესტვ პირველი
  • ირანის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები გრძელდებარუსთავი 2
სამხედრო →

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი