მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ აქვს. ეს მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ასევე ინსტრუმენტად იყო გამოყენებული საქართველოსთან ურთიერთობებში
მაკა ბოჭორიშვილი: არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ აქვს. ეს მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ასევე ინსტრუმენტად იყო გამოყენებული საქართველოსთან ურთიერთობებში

მაკა ბოჭორიშვილი: არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ აქვს. ეს მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ასევე ინსტრუმენტად იყო გამოყენებული საქართველოსთან ურთიერთობებში

იმედი|imedinews.ge

„არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ აქვს. ეს მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ასევე ინსტრუმენტად იყო გამოყენებული საქართველოსთან ურთიერთობებში“, - განუცხადა სომხეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კაია კალასის პასუხად.

ბოჭორიშვილის თქმით, ერთი ის, რომ წესებისა და კანონის მიხედვით უნდა იყოს ნაბიჯები გადადგმული.

„არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ აქვს. ეს მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ასევე ინსტრუმენტად იყო გამოყენებული საქართველოსთან ურთიერთობებში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ კეთდებოდა განცხადებები ამა თუ იმ პროგრამის შეჩერების თაობაზე ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, რასაც შემდგომ იყენებდნენ იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით შექმნილიყო პოლიტიკური დღის წესრიგი და გვქონოდა გარკვეული გამოხმაურება. ამისთვის იყო გამოყენებული ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ხშირად პროგრამები და სხვადასხვა დაფინანსების საკითხები. საქართველოს მხრიდან არანაირ დაფინანსებას პრობლემა არ შეჰქმნია. ერთი ის, რომ წესებისა და კანონის მიხედვით უნდა იყოს ნაბიჯები გადადგმული, ამაში უცნაური არაფერია. კანონები მიღებულია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და თუ ვინმეს აინტერესებს თუ რა ინტერესებიდან გამომდინარეა ესა თუ ის კანონი მიღებული, ყველას აქვს შესაძლებლობა, ჩვენ არასდროს გვითქვამს დიალოგზე უარი, არასდროს გვითქვამს ახსნაზე უარი და თუ ვინმეს სურს ჩაიხედოს სიღრმეებში, ამის შესაძლებლობაც არსებობს“, - აღნიშნა მან.

მაკა ბოჭორიშვილის თქმითვე, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რატომ მოხდა და რატომ ხდება ამა თუ იმ კანონის მიღება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს დაგვიშურებია ჩვენი ახსნა და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რატომ მოხდა და რატომ ხდება ამა თუ იმ კანონის მიღება. ეს არის ძალიან კარგად ახსნილი. ეს, პირველ რიგში, გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან და მიმართულია ჩვენს ქვეყანაში სწორედ დემოკრატიული წესრიგისა და სტაბილურობის დასაცავად. კიდევ ერთხელ, თუ ვინმეს სურს დამატებითი ინფორმაციის მიღება, თუ რას ემსახურება კანონები, რა თქმა უნდა, მათ აქვთ ამის შესაძლებლობა. თუკი ექნებათ სურვილები, კიდევ ერთხელ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის და მივაწოდოთ ის ახსნა-განმარტებები, რაც მათ ესაჭიროებათ იმისთვის, რომ ასეთი რიტორიკა აღარ ვიხილოთ ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრების სურვილის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯს. მიზეზად დაფინანსების გამოყოფის შეზღუდვას ასახელებს. საუბარია საქართველოს ხელისუფლების მიერ გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

იმედი