მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ თქვენთან საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს. პირიქით, პოლიტიკური გზავნილი მუდმივად იყო ასეთი, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, როგორ ცუდადაც არ უნდა მოიქცეთ, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ თქვენთან საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს. პირიქით, პოლიტიკური გზავნილი მუდმივად იყო ასეთი, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, როგორ ცუდადაც არ უნდა მოიქცეთ, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ თქვენთან საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს. პირიქით, პოლიტიკური გზავნილი მუდმივად იყო ასეთი, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, როგორ ცუდადაც არ უნდა მოიქცეთ, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

იმედი|imedinews.ge

ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე, საქართველო არ არის ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ან შეწყვიტა დიალოგი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას.

კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, „საქართველომ განაცხადა ხმამაღლა, რომ მზად არის დიალოგისთვის. ამ დღეებში განსაკუთრებული სიხშირით კეთდება ეს განცხადება და გარკვეულწილად დათმობებზეც იყო თითქოს საუბარი. ყოველ შემთხვევაში, თქვენმა ოპონენტებმა თარგმნეს ასე, თბილისი ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოღონდაც ეს დიალოგი აღდგეს, საქართველო წავა დათმობებზე. ასე?“.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ამ მოსაზრებას ვერ დაეთანხმება.

„არა, ვერ დაგეთანხმებით ამაში. აქ ახალი არაფერია. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. საქართველო არ არის ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ან შეწყვიტა დიალოგი. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან არც მზაობა აკლდა დიალოგს და არც სურვილი. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ თქვენთან საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს. პირიქით, პოლიტიკური გზავნილი მუდმივად იყო ასეთი, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, როგორ ცუდადაც არ უნდა მოიქცეთ, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ამაზე მეტი ღიაობის გზავნილი რა შეიძლება ყოფილიყო ქართული მხრიდან?! ასეთი იყო გზავნილი მაშინაც კი, როდესაც კონკრეტული ქვეყნები უსამართლო სანქციებს აწესებდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. მათთან არ გაგვიჩერებია და არ გამოგვიხატავს რადიკალური პოზიციები. მითუმეტეს, ბრიუსელთან არასდროს გვითქვამს, რომ არ დაგელაპარაკებით, ვწყვეტთ დიალოგს. არა, პირიქით, ჩვენ მუდმივად ვაკეთებდით აქცენტს, რომ ერთგულები ვართ იმ შეთანხმების, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს ხელმოწერილი. ეს არის ასოცირების შეთანხმება. ასოცირების შეთანხმებას თავისი ჩარჩო აქვს დიალოგის და პირიქით, ეს არის ევროკავშირის მხარე, რომელიც არღვევს ამ შეთანხმებას ზუსტად იმით, რომ დიალოგი აქვს შეჩერებული საქართველოსთან. უბრალოდ, ბოლო პერიოდში რადგან სავიზო საკითხებზე შედგა დიალოგი, გარკვეული საუბრებიც გააქტიურდა ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ მოგვიწია სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა ფორმატში დაგვეფიქსირებინა ის, რასაც წლებია ვაფიქსირებთ, რომ ღია ვართ დიალოგისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი