მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ისევ არ მოგვისმენია ევროკავშირის მხრიდან, კონკრეტულად რა ნაწილში მოდის მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, ან გრანტების კანონი ევროკავშირის რომელიმე სტანდარტთან წინააღმდეგობაში
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ისევ არ მოგვისმენია ევროკავშირის მხრიდან, კონკრეტულად რა ნაწილში მოდის მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, ან გრანტების კანონი ევროკავშირის რომელიმე სტანდარტთან წინააღმდეგობაში

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ისევ არ მოგვისმენია ევროკავშირის მხრიდან, კონკრეტულად რა ნაწილში მოდის მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, ან გრანტების კანონი ევროკავშირის რომელიმე სტანდარტთან წინააღმდეგობაში

იმედი|imedinews.ge

კონსტრუქციულ გარემოში შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები გაგვეჟღერებინა და კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ევროკავშირის მხარისთვის, რომ შეუძლებელია ვსაუბრობდეთ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც შედეგებზე დაფუძნებით არის მიღებული და დღეს საქართველოში ლეგიტიმურად მიღებული კანონები იყოს განხილვის საგანი ევროკავშირის პოლიტიკის კონტექსტში, მაშინ, როდესაც დღემდე არავის მოუსმენია, კონკრეტულად რა პრინციპებს ეწინააღმდეგება ეს კანონები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა - რა თქვეს ბრიუსელში, სადაც ქართულ დელეგაციასთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შედგა საუბარი?

„ეს შეხვედრა იყო ევროკავშირის რეგულაციით გათვალისწინებული: მაშინ, როდესაც ევროკავშირი სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს აამოქმედებს, ვალდებულია, რომ დიალოგი წამოიწყოს იმ ქვეყანასთან, რომელთანაც მექანიზმი გამოიყენეს. ამ შემთხვევაში საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელთანაც ევროკავშირმა ჯერ წესები შეცვალა, რომ მექანიზმის ამოქმედება შესძლებოდა და შემდეგ აამოქმედა ნაწილობრივ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი. საუბარი იყო ისეთი, როგორსაც მოველოდით; მთავარი აქცენტი ამ შეხვედრაზე კეთდება პოლიტიკურ კომპონენტებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა ძირითადად ექსპერტებით იყო დაკომპლექტებული, არ იყო მაღალი პოლიტიკური დონის შეხვედრა, სადაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე შეიძლება იყოს საუბარი. თუმცა ზოგადად, კონსტრუქციულ გარემოში შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები გაგვეჟღერებინა და კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ევროკავშირის მხარისთვის, რომ შეუძლებელია ვსაუბრობდეთ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც შედეგებზე დაფუძნებით არის მიღებული (თუნდაც ეს უვიზო მიმოსვლა) და დღეს საქართველოში ლეგიტიმურად მიღებული კანონები, სრულიად სამართლიანი კანონები, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას სჭირდება, იყოს განხილვის საგანი ევროკავშირის პოლიტიკის კონტექსტში, მაშინ, როდესაც დღემდე არავის მოუსმენია, კონკრეტულად რა პრინციპებს ეწინააღმდეგება და რა არის ასეთი მიუღებელი და შეუთავსებელი ევროკავშირის სტანდარტებთან. რა თქმა უნდა, არ ყოფილა კონკრეტული კანონების მუხლების განხილვა და ჩვენ კიდევ ერთხელ არ მოგვისმენია ევროკავშირის მხრიდან კონკრეტულად, თუ რა ნაწილში მოდის მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, ან გრანტების კანონი ევროკავშირის რომელიმე სტანდარტთან წინააღმდეგობაში. მეორე მხრივ კარგი შესაძლებლობა იყო ის, რომ პირველად ამ ფორმატში, პირველად ბრიუსელში, თუნდაც ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს დელეგაციას მიეცა შესაძლებლობა, რომ ქართული მხარის პოზიცია გაეჟღერებინა. ეს კანონები გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სტაბილურობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და სწორედ ამან განაპირობა ამ კანონების მიღება და ჩვენთვის წარმოუდგენელია ამ კანონების არსებობა ხელს უშლიდეს ევროკავშირში დიალოგს, გაწევრიანებას, ან ზოგადად ურთიერთობებს. მაშინ ფუნდამენტური კითხვა გვაქვს ჩვენ - ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სტაბილურობა, საქართველოს უსაფრთხოება არის ხელისშემშლელი ევროკავშირთან დიალოგის? - ლოგიკა ასე გვკარნახობს და ეს არის ის კითხვა, რომელიც პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში უნდა გაჟღერდეს და რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს ევროკავშირის მხარესთან”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი