მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს და თუ არსებობს რეაქციები, სწორედ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს და თუ არსებობს რეაქციები, სწორედ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს და თუ არსებობს რეაქციები, სწორედ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან

იმედი|imedinews.ge

წუხილი, რომელიც ისმის ხოლმე და უკავშირდება თითქოს ანტიევროპულ რიტორიკას, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს საპასუხო. ჩვენი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს და თუ არსებობს რეაქციები ქართული პოლიტიკური წრეების და პოლიტიკოსების მხრიდან, სწორედ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, უსამართლო რეზოლუციები როდესაც არის მიღებული საქართველოს შესახებ, შეუძლებელია ეს დარჩეს პასუხის გარეშე.

„როდესაც პოლიტიკოსები სცემენ პასუხს, ეს არ უნდა იყოს თარგმნილი როგორც ანტიევროპული რიტორიკა. ეს არის უბრალოდ რეაქციები იმ უსამართლო ნაბიჯებზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

თუ ჩავიხედავთ იმ რეზოლუციებში, ძალიან ბევრ უსამართლობას და დეზინფორმაციას ნახავთ. შეგიძლიათ წაიკითხოთ ევროპარლამენტის 10 რეზოლუცია, ბოლო 4 წლის განმავლობაში მიღებული და ძალიან ბევრს ნახავთ ასეთს. ძალიან ბევრი ისეთი ნარატივია ამ რეზოლუციებში და ისეთი რამ არის მოცემული, რომელიც სრულიად აკარგვინებს ფასს, მოწყვეტილია რეალობას და ძალიან მძიმე სურათს ხატავს საქართველოს შესახებ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი