მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის როლი დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უზრუნველყოფის კონტექსტში
მაკა ბოჭორიშვილი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის როლი დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უზრუნველყოფის კონტექსტში

მაკა ბოჭორიშვილი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის როლი დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უზრუნველყოფის კონტექსტში

იმედი|imedinews.ge

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის როლი, ჩვენი ქვეყნის როლი დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უზრუნველყოფის კონტექსტში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მნიშვნელობაზე საუბრისას.

მისი თქმით, ღონისძიება ეთმობა ევროპისთვის მნიშვნელოვან თემებს და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დაკავშირებადობაზე იყო ერთ-ერთი პანელური დისკუსია, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა.

„პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრა ზოგადად ეთმობა ევროპისთვის მნიშვნელოვან თემებს და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დაკავშირებადობაზე იყო ერთ-ერთი პანელური დისკუსია, სადაც პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, როგორც უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე, ეკონომიკური განვითარების კონტექსტში. რა თქმა უნდა, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის როლი, ჩვენი ქვეყნის როლი სწორედ დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უზრუნველყოფის კონტექსტში.

ფორმატი ასევე შესაძლებლობას იძლევა, რომ იყოს შეხვედრები ლიდერებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც იყო ასეთი შესაძლებლობები და გვქონდა ორმხრივი საუბრები სხვადასხვა საკითხზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი