მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა ვერ გახდა პოპულარული საქართველოში იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი იყო წაგებული
მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა ვერ გახდა პოპულარული საქართველოში იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი იყო წაგებული

მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა ვერ გახდა პოპულარული საქართველოში იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი იყო წაგებული

იმედი|imedinews.ge

ეს ხელისუფლება ვერ ჩაანაცვლეს ვერც ბრიუსელში საარჩევნო კამპანიების წარმოებით, ვერც ვაშინგტონში, ვერც ვერსად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა ვერ გახდა პოპულარული საქართველოში იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი იყო წაგებული.

„ქალბატონ რასას [იუკნევიჩიანე] და ესეც არ არის ერთი კონკრეტული პიროვნება, მისი დღე და ღამის საფიქრალი საქართველო, მისი ქმედებებიც გარკვეული დღის წესრიგის ნაწილია. მიზანი იყო აქ ერთი, ეს ხელისუფლება უნდა ჩანაცვლებულიყო, როგორც არ უნდა ყოფილიყო, რაიმე გზით უნდა მომხდარიყო ამ ხელისუფლების ჩანაცვლება. ეს ხელისუფლება ვერ ჩაანაცვლეს ვერც ბრიუსელში საარჩევნო კამპანიების წარმოებით, ვერც ვაშინგტონში, ვერც ვერსად. ვერც სხვა დედაქალაქებში. ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა ვერ გახდა პოპულარული საქართველოში იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი იყო წაგებული დღის წესრიგი. დღეს რა ვქნათ, როგორ დაეხმაროს რასა და როგორ დაეხმაროს ეს ჯგუფი „ქართულ ოცნებას“ იმაში, რომ აღარ იყოს ხელისუფლებაში. ეს დღის წესრიგი ხომ აშკარად არის ისევ და ისევ მათთვის, რომ როგორმე მოახერხონ „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება იმიტომ, რომ ვიღაცისთვის ეს არ არის სასურველი ხელისუფლება საქართველოში.

საუკეთესო გზა მათთვის დღეს დარჩა ის, რომ ჩვენ საერთოდ გაგვაქრონ, დაგვასანქცირონ, პირზე ხელი აგვაფარონ, აღარ ვილაპარაკოთ, ტელევიზიაში არ იყო. საერთოდ შენი ხმა არ უნდა ისმოდეს. „ქართული ოცნების“ ხმა არ უნდა ისმოდეს ხომ? ამ ჯგუფის მიერ გადადგმული ნაბიჯები მთლიანად იყო აქეთკენ მიმართული. აბა რას ემსახურებოდა მაგალითად ევროკავშირის პარლამენტის შეხვედრებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის დემონსტრაციულად არ დაპატიჟება?!“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ