მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე: ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე: ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე: ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა

იმედი|imedinews.ge

ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მისი განმარტებით, შეხვედრა ევროკავშირის რეგულაციით გათვალისწინებული სავიზო დიალოგის ფორმატში გაიმართა და მის მთავარ მიზანს ევროპული მხარისთვის საქართველოს პოზიციებისა და არგუმენტების დეტალურად გაცნობა წარმოადგენდა.

„შეხვედრა გაიმართა სავიზო დიალოგის ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის რეგულაციით და შეეხებოდა სავიზო რეჟიმის ნაწილობრივ შეჩერების საკითხებს. ქართულმა მხარემ, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, წარადგინა პოზიციები, რაც შეეხება იმ წუხილებს და რეკომენდაციებს, რაც დაფიქსირებული იყო ევროკავშირის მხრიდან. ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა. ჩვენი მხრიდან მთავარი მიზანი იყო, რომ ევროპულ მხარეს ამ დონეზე მიწოდებოდა ინფორმაცია და ქართული მხარის პოზიციები თითოეულ საკითხზე, რაც შეეხება სავიზო დიალოგს და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართული მხარის მოლოდინია, რომ პროცესი გაგრძელდება და ევროკავშირის მხარე მხედველობაში მიიღებს სავიზო დიალოგის ფარგლებში არსებულ ლეგიტიმურ არგუმენტებს.

„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს იყო პირველი შეხვედრა, ეს არ არის ბოლო შეხვედრა და მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში არ ყოფილა საუბარი სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით და რეალურად ეს იყო პირველი შეხვედრა, რომლის ფარგლებში გაიცვალა ინფორმაცია მხარეებს შორის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ