მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. ასევე, საკმაოდ პოზიტიური განხილვები გვქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. ასევე, საკმაოდ პოზიტიური განხილვები გვქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. ასევე, საკმაოდ პოზიტიური განხილვები გვქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც ბოჭორიშვილმა სტამბოლში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის.

ასევე, საკმაოდ პოზიტიური განხილვები გვქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ბოლო პერიოდში ვიხილეთ საკმაოდ ინტენსიური, მაღალი დონის კომუნიკაცია აზერბაიჯანთან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - სტამბოლის დეკლარაციას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • ჩაანაცვლებს ბაქო მოსკოვს? – რას მოუტანს საქართველოს ევროპა-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობაBM.GE
  • აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენნეტგაზეთი
აზერბაიჯანის →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს

სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

იმედი

იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა

იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იმედი