მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: სტამბოლის დეკლარაცია აჯამებს ჩვენს შეხვედრას. თურქეთიც და აზერბაიჯანით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს, საქართველოს სუვერენიტეტს პატივს სცემენ, ეს საკითხებიც იყო აღნიშნული დეკლარაციაში
მაკა ბოჭორიშვილი: სტამბოლის დეკლარაცია აჯამებს ჩვენს შეხვედრას. თურქეთიც და აზერბაიჯანით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს, საქართველოს სუვერენიტეტს პატივს სცემენ, ეს საკითხებიც იყო აღნიშნული დეკლარაციაში

იმედი|imedinews.ge

ვიმსჯელეთ იმ სამომავლო გეგმებზე, თუ როგორ შეიძლება, განვავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, რათა სამი ქვეყნის როლი, განსაკუთრებით დაკავშირებადების კონტექსტში უკეთ იყოს წარმოჩენილი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მინისტერიალის ფარგლებში განხილული საკითხების კომენტირებისას.

მისივე თქმით, საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი ფორმატი მნიშვნელოვანია.

„არსებობს მთელი რიგი იდეები, მთელი რიგი პროექტები, რასაც სჭირდება ჩვენი ყოველდღიური მუშაობა, თანამშრომლობა და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ პოზიტიური დინამიკით და პოზიტიურად ჩატარდა შეხვედრა.

სტამბოლის დეკლარაცია აჯამებს ჩვენს შეხვედრას. ეხება ყველა იმ მნიშვნელოვან თემას, რაც ჩვენ განვიხილეთ, უსაფრთხოების თემებიდან დაწყებული. თურქეთიც და აზერბაიჯანით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს, საქართველოს სუვერენიტეტს პატივს სცემენ, ეს საკითხებიც იყო აღნიშნული დეკლარაციაში.

ჩვენ ასევე შევეხეთ სხვადასხვა თემას, რაც ეხება რეგიონულ განვითარებას, უფრო ფართო რეგიონს, ზოგადად მდგომარეობას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ასევე, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს. ეს საკითხები ყველაფერი არის ასახული სტამბოლის დეკლარაციაში.

ასევე, საუბარია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც სამ ქვეყანას შორის არის განხორციელებული და სამომავლო გეგმებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, დავაფიქსირეთ კიდევ ერთხელ ჩვენი საერთო ხედვა და საერთო მისწრაფება, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული იყოს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - სტამბოლის დეკლარაციას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • ჩაანაცვლებს ბაქო მოსკოვს? – რას მოუტანს საქართველოს ევროპა-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობაBM.GE
  • აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენნეტგაზეთი
აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება