მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკრონის განცხადებით, ტრამპი ალასკაზე გამართული სამიტის დროს მზად იყო უკრაინა პუტინისთვის გადაეცა
მაკრონის განცხადებით, ტრამპი ალასკაზე გამართული სამიტის დროს მზად იყო უკრაინა პუტინისთვის გადაეცა

მაკრონის განცხადებით, ტრამპი ალასკაზე გამართული სამიტის დროს მზად იყო უკრაინა პუტინისთვის გადაეცა

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე გამართული სამიტის დროს მზად, იყო უკრაინა რუსეთისთვის გადაეცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, ტრამპი მზად იყო, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთს უკრაინულ ტერიტორიებს გადასცემდა. უფრო მეტიც, შეთანხმების თანახმად, კრემლი იმ უკრაინულ მიწებსაც მიიღებდა, რომლებსაც იმ მომენტისთვის არ აკონტროლებდა.

„რას ხედავდა ტრამპი, როცა ანკორიჯში ჩაფრინდა? ის ფიქრობდა, რომ უკრაინა აგებს, ამიტომ მას სწრაფი მშვიდობის დამყარება სურდა. გახსოვთ 2025 წლის იანვარი - თებერვალი? მას შემდეგ, მგონია, უსასრულობა მიილია. მას ეგონა, რომ უკრაინა წააგებს; ყველაფერი ზელენსკისთან ისე არ წარიმართა ოვალურ კაბინეტში, როგორც დაგეგმილი იყო. შემდეგ ერთ წელზე ნაკლებ დროში ანკორიჯში ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა გაიმართა, სადაც შეთანხმება თითქმის მაგიდაზე იდო, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ მივცემთ უკრაინულ ტერიტორიებს, რომლებიც ჯერ დაპყრობილი არ იყო“, - ციტირებს მედია მაკრონს.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, ვითარება გადაარჩინა ევროპის დაჟინებულმა ჩარევამ. 2025 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში სპეციალური დელეგაცია სასწრაფოდ ვაშინგტონში გაფრინდა. ევროპელმა ლიდერებმა ულტიმატუმი დააყენეს. მათ ასეთ შეთანხმებას შეუძლებელი უწოდეს.

„ჩვენ ვცდილობდით და მას შემდეგ დიდი დროა გასული. ეს გზა არის, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელების გამარჯვება მათ შესაძლებლობებსა და საიმედოობაში. პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახა, რომ ყველაფერი, რასაც მას ეუბნებოდნენ უკრაინელების დამარცხების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა“, - დასძინა მაკრონმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ტრამპი →სამიტზე →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა