მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მალხაზ გულაშვილი ევროკომისიის ლგბტქ+ სტრატეგიაზე: ეს არის დემოკრატიის პრინციპების დარღვევა, რადგან ოჯახი წყვეტს, თავისი შვილი რა გზას და როგორ დაადგეს - ამ გამოწვევებს საქართველო როგორც პასუხობს, კვლავ ისე უნდა უპასუხოს
მალხაზ გულაშვილი ევროკომისიის ლგბტქ+ სტრატეგიაზე: ეს არის დემოკრატიის პრინციპების დარღვევა, რადგან ოჯახი წყვეტს, თავისი შვილი რა გზას და როგორ დაადგეს - ამ გამოწვევებს საქართველო როგორც პასუხობს, კვლავ ისე უნდა უპასუხოს

იმედი|imedinews.ge

მგონია, რომ ბევრი რამე შეიცვლება ევროკავშირში. ვხედავთ, რომ აშშ და ჩინეთი რაღაც ახალ თამაშის წესზე თანხმდებიან, გეოპოლიტიკურად ძალიან დიდი მოთამაშეები არიან და ორივე ქვეყანაში ხელისუფლებაში არის ძალა, რომელიც ამ სიგიჟეს, რასაც თავს გვახვევენ, მხარს არ უჭერს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორმა, მალხაზ გულაშვილმა ევროკავშირის ამჟამინდელ პოლიტიკაზე საუბრისას.

მალხაზ გულაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგიის შესახებ, რომელიც ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს ამარტივებს და ლგბტ პროპაგანდაზე ბარიერების მოხსნას ითვალისწინებს. მან ამ ფაქტს დემოკრატიის პრინციპების დარღვევა უწოდა.

„ეს არის დემოკრატიის პრინციპების დარღვევა, რადგან ოჯახი წყვეტს, თავისი შვილი რა გზას და როგორ დაადგეს და არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არანაირი უფლება არ აქვს მიუთითოს ნებისმიერ ქვეყანას სქესის შეცვლაზე ან არ შეცვლაზე. არანაირი უფლება არ აქვს, ლოგინში ჩაუძვრეს გინდა პატარას, გინდა - დიდს.

ამ გამოწვევებს საქართველო როგორც პასუხობს, კვლავ ისე უნდა უპასუხოს, მყარად უნდა დადგეს და უნდა შეინარჩუნოს ის პოზიცია, რა პოზიციასაც ინარჩუნებს მტკიცედ და შეუპოვრად“, - აღნიშნა მალხაზ გულაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ