მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა ხაბარელი: საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ სპორტის ამ დისციპლინაში ღირსეული ადგილი მოიპოვოს
მამუკა ხაბარელი: საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ სპორტის ამ დისციპლინაში ღირსეული ადგილი მოიპოვოს

მამუკა ხაბარელი: საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ სპორტის ამ დისციპლინაში ღირსეული ადგილი მოიპოვოს

იმედი|imedinews.ge

ბიატლონის საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიკავოს სპორტის ამ დისციპლინაში, - განაცხადა საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბიატლონის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მამუკა ხაბარელი ახალგაზრდებს მოუწოდებს მაქსიმალურად დაინტერესდნენ ამ სპორტით, ვინაიდან ბიატლონი თანამედროვე მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ფედერაციის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს იმ უნიკალურ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს როგორც ბუნებრივი რესურსის, ისე თანამედროვე ინფრასტრუქტურის მიმართულებით აქვს.

„დღეს, საქართველოში აღვნიშნავთ ბიატლონის საერთაშორისო დღეს. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირველად ტარდება ჩვენს ქვეყანაში, ბიატლონის ახალ ტრასაზე, რომელიც ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, ბაკურიანი 2025-თვის აშენდა. მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ეს არის მკაფიო მაჩვენებელი იმისა, რომ აქტიურად ვიწყებთ ბიატლონის განვითარებისთვის ზრუნვას. გვინდა რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები, მომავალი თაობა ჩავაბათ სპორტის ამ უნიკალური სახეობის განვითარებაში.

საქართველოში ამ დრომდე მაღალ დონეზე არ იყო განვითარებული ბიატლონი, დიდი სურვილი გვაქვს რომ მაღალ დონეზე ავიყვანოთ სპორტის ეს სახეობა, ვინაიდან ძალიან პოპულარულია ბიატლონი თანამედროვე მსოფლიოში და ბიატლონის საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიკავოს სპორტის ამ დისციპლინაში“, - განაცხადა მამუკა ხაბარელმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ