მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: ახლად შექმნილ სამმართველოს პროაქტიულად, თავისი ინიციატივით უფლება ექნება, რომ მოიძიოს მსგავსი დარღვევის ფაქტები და მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის დადების მოთხოვნით სამართალდამრღვევის მიმართ
მამუკა მდინარაძე: ახლად შექმნილ სამმართველოს პროაქტიულად, თავისი ინიციატივით უფლება ექნება, რომ მოიძიოს მსგავსი დარღვევის ფაქტები და მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის დადების მოთხოვნით სამართალდამრღვევის მიმართ

მამუკა მდინარაძე: ახლად შექმნილ სამმართველოს პროაქტიულად, თავისი ინიციატივით უფლება ექნება, რომ მოიძიოს მსგავსი დარღვევის ფაქტები და მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის დადების მოთხოვნით სამართალდამრღვევის მიმართ

იმედი|imedinews.ge

სპეციალური სამმართველოს საქმიანობას ექნება პერმანენტული ხასიათი და რაც მნიშვნელოვანია, არ იქნება აუცილებელი იმ მოქალაქის მიმართვა, რომლის მიმართაც განხორციელდა სიტყვიერი ძალადობა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, შსს-ს ახლად შექმნილ სამმართველოს პროაქტიულ რეჟიმში, თავისი ინიციატივით, უფლება ექნება, რომ მოიძიოს დარღვევის ფაქტები და მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის დადების მოთხოვნით იმ კონკრეტული პირის მიმართ, ვინც სამართალდარღვევა ჩაიდინა.

„ჩვენ არ დაგვიანონსებია, რომ საკანონმდებლო ინიციატივით შევალთ პარლამენტში, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ჩვენ უკვე გვაქვს და ხდება კიდეც მისი აღსრულება. ოღონდ „კონტექსტიდან ამოგლეჯილად“ დავარქვათ, უტრირებულადაც კი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოქალაქის საჩივრის საფუძველზე ხდება სამართლებრივი რეაგირება, მათ შორის, შსს-ს მხრიდან, სადაც შეიქმნება სპეციალური სამმართველო. სპეციალური სამმართველოს საქმიანობას ექნება პერმანენტული ხასიათი და რაც მნიშვნელოვანია, არ იქნება აუცილებელი იმ მოქალაქის მიმართვა, რომლის მიმართაც განხორციელდა სიტყვიერი ძალადობა. შსს-ს ახლად შექმნილ სამმართველოს პროაქტიულ რეჟიმში, თავისი ინიციატივით, უფლება ექნება, რომ თვითონ მოიძიოს ასეთი დარღვევის ფაქტები და მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის დადების მოთხოვნით იმ კონკრეტული პირის მიმართ, ვინც სამართალდარღვევა ჩაიდინა.

ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, მივაქციო ყურადღება, რომ აღსრულდეს კანონი, პროაქტიულ რეჟიმში. ჩემი პირადი და ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, დავაწესოთ და დავადგინოთ სწორი პრაქტიკა საიმისოდ, რომ სწორი ზღვარი გაევლოს ადამიანის უფლებებს, მათ შორის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის, შუღლის გამაღვივებელ სიტყვებს, ფრაზებსა და ამგვარი გამოხატვის ფორმებს შორის,“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • სასამართლო ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობსრუსთავი 2
  • პროკურორის მტკიცებით, ლილუაშვილის სასამართლო სხდომები მოწმეების უსაფრთხოების დასაცავად დაიხურაBM.GE
  • საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტიაფორმულა
სასამართლო →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი