მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედიასაშუალებებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც საბოლოოდ საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა
მამუკა მდინარაძე: საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედიასაშუალებებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც საბოლოოდ საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა

იმედი|imedinews.ge

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედიასაშუალებებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც საბოლოოდ საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში, კონკრეტული მედიასაშუალებების, ასევე აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი პროპაგანდისტების მხრიდან მიმდინარეობს ორგანიზებული იერიში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.

„უფრო კონკრეტულად, კი, საუბარია ახლადშექმნილ სამმართველოზე, რომლის მიზანი და ამოცანა საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხყოფის წინააღმდეგ ბრძოლაა. სამმართველოს შექმნის შემდეგ, შეუიარაღებელი თვალით, მარტივი მონიტორინგითაც დასტურდება, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები, მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შს სამინისტროს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს.

რაც შეეხება მიზანმიმართულ კამპანიას სამინისტროს და კონკრეტული სამმართველოს წინააღმდეგ - აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები მთავარ არგუმენტად იყენებენ იმას, რომ შეურაცხყოფის ობიექტებს არ აქვთ პრეტენზია, თავად კი ხაზგასმით აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მათთვის გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.

ჩვენთვის ეს არ არის სიახლე - საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედიასაშუალებებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც საბოლოოდ საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა. ამ ხალხს, გარე დავალების შესაბამისად, მიზნად ჰქონდა დასახული გინების ნორმად დაწესება. შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ შს სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ზომები მათთვის მიუღებელია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მდინარაძის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • პოლიტიკიდან მდინარაძის გაშვებით, რომელიც რეგიონების "მთავარი პოლიციელი" უნდა ყოფილიყო, კობახიძე დაასუსტეს|ირაკლი მელაშვილიBM.GE
  • ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვსფორმულა
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • მამუკა მდინარაძის ფაქტორზე ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებსტვ პირველი
მდინარაძის →

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი