მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარჩინ როსოლოვსკი: როდესაც კიევი მოთმინებასა და რთული საკითხების მიჩქმალვას მოითხოვს, ჩვენ პასუხისმგებლობისკენ მოწოდებებს ვისმენთ. ხოლო როდესაც იმავე სიფრთხილეს საქართველო საჭიროებს, ვარშავა დასავლურ ბრალდებებს იმეორებს, არადა, საქართველო არც გადასაჭრელი პრობლემაა და არც სხვის თამაშში გამოყენებული პაიკი
მარჩინ როსოლოვსკი: როდესაც კიევი მოთმინებასა და რთული საკითხების მიჩქმალვას მოითხოვს, ჩვენ პასუხისმგებლობისკენ მოწოდებებს ვისმენთ. ხოლო როდესაც იმავე სიფრთხილეს საქართველო საჭიროებს, ვარშავა დასავლურ ბრალდებებს იმეორებს, არადა, საქართველო არც გადასაჭრელი პრობლემაა და არც სხვის თამაშში გამოყენებული პაიკი

იმედი|imedinews.ge

კიევის მიმართ რბილი, თბილისის მიმართ მკაცრი. სად გაქრა პოლონეთის სახელმწიფოებრივი ინტერესი? ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას მარჩინ როსოლოვსკი, სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი.

სტატია ეხება პოლონეთის საგარეო პოლიტიკას უკრაინასა და საქართველოს ორმაგი სტანდარტების კონტექსტში. ავტორი აკრიტიკებს ვარშავის ამჟამინდელ მიდგომას და მიიჩნევს, რომ პოლონეთი საკუთარი სახელმწიფო ინტერესების გატარების ნაცვლად, ბრიუსელისა და ბერლინის ნარატივებს იმეორებს.

ის ასევე საუბრობს საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებზე და აღნიშნავს, რომ თუ პოლონეთს სურს სერიოზულ სახელმწიფოდ დარჩეს, მას არ შეუძლია ქართველებს ზემოდან უყუროს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი არჩევანი, შიდა პოლიტიკური დავები და გადაწყვეტილებები დასავლეთის ლიბერალური ელიტების მოლოდინებს არ ემთხვევა.

„პოლონეთის საგარეო პოლიტიკა ზედმეტად ხშირად იქცევა ისე, თითქოს „სახელმწიფო ინტერესის“ ცნება მხოლოდ უკრაინის მიმართ მოქმედებდეს, როდესაც კიევი მორიგ ჟესტებს, მოთმინებასა და რთული საკითხების მიჩქმალვას მოითხოვს, ჩვენ პასუხისმგებლობისკენ მოწოდებებს ვისმენთ. ხოლო როდესაც იმავე სიფრთხილეს საქართველო საჭიროებს, ვარშავა უბრალოდ იმეორებს დასავლური ბრალდებებისა და მორალისტური განცხადებების ენას. არადა, საქართველო არც გადასაჭრელი პრობლემაა და არც სხვის თამაშში გამოყენებული პაიკი; ის პოლონეთის პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ რეგიონში.

„კავკასია არის რეგიონი შავ ზღვას, თურქეთს, რუსეთს, ირანსა და ცენტრალურ აზიას შორის. ეს არის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და პოლიტიკური დერეფნების სივრცე და, უპირველეს ყოვლისა, ადგილი, სადაც წყდება, ექნება თუ არა ცენტრალურ ევროპას რეალური გასასვლელი გერმანულ-რუსული კონტინენტური პოლიტიკის ჩარჩოების მიღმა. სწორედ ამიტომ პოლონეთის სახელმწიფოებრივი ინტერესი მოითხოვს საქართველოსთან კეთილი, მოთმინებით სავსე და თანასწორ პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებას. თუ პოლონეთს სურს სერიოზულ სახელმწიფოდ დარჩეს, მას არ შეუძლია ქართველებს ზემოდან უყუროს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი არჩევანი, შიდა პოლიტიკური დავები და გადაწყვეტილებები დასავლეთის ლიბერალური ელიტების მოლოდინებს არ ემთხვევა. საქართველო ვარშავისთვის სტრატეგიული დიალოგის პარტნიორი უნდა იყოს და არა ქვეყანა, რომლის მიმართებით გერმანული დღის წესრიგით უნდა იხელმძღვანელოს“, - წერია სტატიაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავესრუსთავი 2
  • ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენტვ პირველი
  • პირადი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაო შეუფარდესნეტგაზეთი
  • შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, 6-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებაBM.GE
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება