მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას. კავკასია ზედმეტად მნიშვნელოვანი რეგიონია იმისთვის, რომ ვარშავამ იქ საკუთარ ხმაზე უარი თქვას
მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას. კავკასია ზედმეტად მნიშვნელოვანი რეგიონია იმისთვის, რომ ვარშავამ იქ საკუთარ ხმაზე უარი თქვას

იმედი|imedinews.ge

სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი მარჩინ როსოლოვსკი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია პოლონეთისთვის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.

რაც შეეხება, საქართველოს მიმართ პოლიტიკას, როგორც პოლონეთის დამოუკიდებლობის ტესტს, როსოლოვსკის აზრით, პოლონეთმა საქართველო უნდა დაინახოს როგორც სტრატეგიული პარტნიორი და არა როგორც ქვეყანა, რომელსაც ზემოდან უნდა უყუროს და ჭკუა ასწავლოს. მისივე თქმით, საქართველოს იზოლაცია მას ევროპულს კი არ გახდის, არამედ უფრო დაასუსტებს და ძლიერი მოთამაშეების ზეგავლენის ქვეშ მოაქცევს.

„პოლონეთმა არ უნდა დააკოპიროს არც გერმანული რეფლექსები და არც ბრიუსელის განცხადებები. მას სჭირდება საკუთარი კავკასიური პოლიტიკა - რეალისტური, მოთმინებაზე დაფუძნებული, ინტერესებზე ორიენტირებული, იმპერიული ზეწოლის საერთო გამოცდილების მეხსიერებითა და სუვერენიტეტის პატივისცემით გამყარებული. ქართველებთან შეიძლება დემოკრატიულ სტანდარტებზე საუბარი. შეიძლება თბილისის წახალისება რეფორმებისკენ. თუმცა პარტნიორული ურთიერთობა დიალოგს მოითხოვს და არა დემონსტრაციულ დისტანცირებას. იზოლირებული საქართველო არც უფრო ევროპული გახდება, არც უფრო ატლანტიკური და არც პოლონეთისადმი უფრო მეგობრული. ის გახდება უფრო სუსტი, უფრო მარტოსული და უფრო ადვილად სამართავი ძლიერი მოთამაშეების მიერ. პოლონეთი სწორედ მაშინ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც სხვები მისგან დემონსტრაციულად დგებიან. თუ პოლონეთის სახელმწიფოებრივ ინტერესს რაიმე მნიშვნელობა აქვს, ის თანმიმდევრულად უნდა მოქმედებდეს. არა მხოლოდ მაშინ, როდესაც კიევის მიმართ დათმობების გამართლებას ემსახურება, არამედ მაშინაც, როდესაც ბერლინსა და ბრიუსელში გავრცელებული ხელსაყრელი მოდის წინააღმდეგ წასვლას მოითხოვს. საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას. კავკასია ზედმეტად მნიშვნელოვანი რეგიონია იმისთვის, რომ ვარშავამ იქ საკუთარ ხმაზე უარი თქვას. პოლონეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ უნდა გამომდინარეობდეს პოლონეთის ინტერესებიდან და არა სხვისი ემოციებიდან, სხვისი გათვლებიდან თუ სხვისი კომპლექსებიდან. სახელმწიფო, რომელიც თავად ამბობს უარს საკუთარ პოლიტიკაზე, ადრე თუ გვიან იწყებს სხვების პოლიტიკის განხორციელებას“, - ნათქვამია სტატიაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ