მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი უზრუნველყოფს გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას
მარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი უზრუნველყოფს გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას

მარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი უზრუნველყოფს გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას

იმედი|imedinews.ge

აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ენერგეტიკის სექტორში მიღწეული შეთანხმებების პაკეტი ფარავს გაზმომარაგებას - გაზის იმპორტს და გაზის ტრანზიტს, აგრეთვე ელექტროენერგიის იმპორტს და ელექტროენერგიის ტრანზიტს, ისევე როგორც უმნიშვნელოვანესი, ფაქტიურად, გაჩერებული პროექტის ოპერირების დაწყებას, რომელიც ბაქო-სუფსის მილსადენს გულისხმობს, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული სტრატეგიული შეთანხმებების შეფასებისას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში იზრდება ეკონომიკა, ეკონომიკური საქმიანობები და აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად მზარდია გაზის მოხმარებაც.

„სამწუხაროდ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სრულად დამოკიდებულია იმპორტის საჭიროებაზე, მაგალითად, გასულ წელს სამი მილიარდ ორასი მილიონი კუბური მეტრის მოხმარება მოხდა ჩვენს ქვეყანაში გაზის სექტორში. აქედან გამომდინარე, ყოველთვის გვამოძრავებს სამი ძირითადი ფაქტორი, პირველი - გაზის უწყვეტობა და ტექნიკური გამართულობა, მეორე - კომერციული პირობები, რომელიც განაპირობებს და პირდაპირ ისახება თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ისევე როგორც საწარმოებზე და მესამე — ეს არის დივერსიფიკაცია და დივერსიფიკაციის პოლიტიკა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ყოველთვის სენსიტიური იყო სოციალური გაზმომარაგების საკითხი და სოციალური გაზის ხელშეკრულება, შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან და სასიხარულოა, რომ არსებული ოცწლიანი შეთანხმება, რომელსაც მიმდინარე წელს ეწურება ვადა, გახანგრძლივდა, გაგრძელდა და უკვე ახალი ხელშეკრულების ფარგლებში იქნება უზრუნველყოფილი უწყვეტი სოციალური გაზი სოციალურ ფასად ჩვენი ქვეყნისთვის.

„ამ შეთანხმებებით, ფაქტობრივად უზრუნველყოფილია გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროება, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეთანხმებები კიდევ უფრო მეტად აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას, რადგან საქართველოს გავლით არაერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა გადის, მათ შორის, გაზის და ნავთობის მილსადენები, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ხაზები“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • ჩაანაცვლებს ბაქო მოსკოვს? – რას მოუტანს საქართველოს ევროპა-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობაBM.GE
  • აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენნეტგაზეთი
აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება