მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ რეალური შედეგები გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად სტრატეგიული ობიექტია
მარიამ ქვრივიშვილი: გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ რეალური შედეგები გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად სტრატეგიული ობიექტია

მარიამ ქვრივიშვილი: გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ რეალური შედეგები გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად სტრატეგიული ობიექტია

იმედი|imedinews.ge

გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ რეალური შედეგები გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გამორჩეულად სტრატეგიული ობიექტია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ოპონენტები პროექტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად ავრცელებენ.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ოპონენტების მხრიდან აზერბაიჯანში გაფორმებულ შეთანხმებებთან დაკავშირებითაც სპეკულაციები და ურთიერთგამომრიცხავი კრიტიკა ისმის.

„სპეკულაციებს სამწუხაროდ, ძალიან ბევრ თემასთან მიმართებაში ვისმენთ, მათ შორის, აზერბაიჯანთან გაფორმებულ ისტორიული შეთანხმების შესახებ. ერთი მხრივ, იყო კრიტიკა, თუ რატომ არ ზრუნავდა სახელმწიფო 20-წლიანი ხელშეკრულების გაგრძელებაზე. ჩვენ ღიად ვპასუხობდით ოპონენტებს, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და მას შემდეგ, რაც იდეალური პირობებით უზრუნველვყავით ხელშეკრულების გაგრძელება, ახლა ვისმენთ კრიტიკას, თუ რატომ მოხდა ხელშეკრულების გაგრძელება. იგივე ნარატივი გრძელდება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედი ლაივში“ სტუმრობისას.

მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით გასული თვეების განმავლობაში არსებულ კონტრაქტორთან ერთად განხორციელებული სამუშაოების შედეგად პროექტის ფინანსური ოპტიმიზაცია მოხდა და მისი ღირებულება 52,5 მილიონი დოლარით შემცირდა. მისივე თქმით, პროექტი უცვლელი დარჩა და სამშენებლო კომპონენტების შემცირება არ მომხდარა, ხოლო ოპტიმიზაცია შესაძლებლობას იძლევა, რომ იმავე ვადებში ანაკლიაში მეტი ინფრასტრუქტურა მოეწყოს.

„დღეს რა ხდება ანაკლიაში? ანაკლიაში დაიწყო აქტიური სამშენებლო სამუშაოები. დასრულდა წინასამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოები. დღეს უკვე ადგილზე თქვენ ნახავთ აქტიურ სამშენებლო პროცესს. სამუშაოებში ორი მიმართულებით ჩართულია ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანია: ეს გახლავთ ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობა და ასევე დაღრმავებითი სამუშაოები. ყველაფერი მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის. . პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს რკინიგზა მუშაობს დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო გზების პროექტირების დასრულებაზე. ეს კეთდება იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე, გეგმის შესაბამისად, უკვე აქტიურ ტენდერებსა და შემდგომ სამშენებლო სამუშაოებზე გადავიდეთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პორტის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანესBM.GE
  • პრემიერი: ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩართულობით, ესაა იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებასრუსთავი 2
  • დრონების მასირებული იერიში როსტოვის ოლქზე - ნავთობბაზებსა და პორტში ხანძარიატვ პირველი
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
პორტის →შედეგები →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი