მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ბანკის, ასევე სხვა ქართული კომპანიების წარმატება საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების მაღალ სანდოობას საქართველოს ეკონომიკისადმი
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ბანკის, ასევე სხვა ქართული კომპანიების წარმატება საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების მაღალ სანდოობას საქართველოს ეკონომიკისადმი

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ბანკის, ასევე სხვა ქართული კომპანიების წარმატება საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების მაღალ სანდოობას საქართველოს ეკონომიკისადმი

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის, როგორც Lion Finance Group-ის წევრი კომპანიის, FTSE 100 ინდექსში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ცერემონიაში - ამ ფაქტის აღსანიშნავად ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე ზარის დარეკვით დაიხურა. ბანკი პირველი კომპანია გახდა საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს საფინანსო სექტორი გამოირჩევა ფართო რეგიონში სიჯანსაღით, სტაბილურობით, მდგრადობითა და მაღალი ლიკვიდურობით, რასაც ადასტურებს ინვესტორთა ნდობა, საფინანსო სექტორის ძირითადი მაჩვენებლები და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების შეფასებები.

„საქართველო დღეს ღიაა ინვესტირებისთვის და საერთაშორისო კაპიტალს სთავაზობს სტაბილურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, ბიზნესმეგობრულ გარემოსა და განვითარებულ საფინანსო ინფრასტრუქტურას. ამდენად, როგორც საქართველოს ბანკის, ისე სხვა ქართული კომპანიების წარმატება საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების მაღალი სანდოობას საქართველოს ეკონომიკისადმი,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ზარის დარეკვის ცერემონია სიმბოლურ და ტრადიციულ ხასიათს ატარებს. საქართველოს ბანკის ღონისძიებას როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და ინვესტორები დაესწრნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი