მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე დაახლოებით 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე დაახლოებით 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე დაახლოებით 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული დაკავშირებადობის და ამ კუთხით სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მარიამ ქვრივიშვილმა ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე სტრატეგიული სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე, დაახლოებით 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში.

„ეს გულისხმობს ავტომაგისტრალებისა და გზების მოდერნიზაციასა და მშენებლობას, ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე სტრატეგიული პროექტის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, რაც დაახლოებით 45 ახალი ლოკომოტივისა და 1500-მდე ვაგონის დამატებას გულისხმობს. ჩვენ ასევე ვაშენებთ ახალ საერთაშორისო აეროპორტს დედაქალაქში, რომლის გამტარუნარიანობაც 20 მილიონი მგზავრი იქნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტების განვითარება უზრუნველყოფს ტვირთბრუნვის ზრდას, განსაკუთრებით შუა დერეფანში.

„ვაგრძელებთ მასშტაბურ ინვესტიციებს იმისათვის, რომ არა მარტო მეტი ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა გვქონდეს, არამედ გარდავქმნათ და შევცვალოთ ჩვენი პოზიციონირება: ვიყოთ არამხოლოდ სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბი, არამედ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ტვირთების აკუმულირება, პროდუქციის წარმოება და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის საიმედო მოკავშირედ დარჩენა, როდესაც საქმე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებას ეხება. ზოგადად, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში არსებული დინამიკა უაღრესად იმედისმომცემია. ვხედავთ, რომ ჩვენს პარტნიორობასა და კავშირებს, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მოაქვს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სტატისტიკური მაჩვენებელი უშუალოდ ტვირთბრუნვის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შუა დერეფნის მარშრუტის ფარგლებში თანამშრომლობაზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა როგორც საკონტეინერო, ისე ნაყარი ტვირთების გადაზიდვის საკითხს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ კუთხით საქართველოს მზადყოფნა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად.

„მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უზბეკეთი იზრდება, ასევე ყაზახეთი, აზერბაიჯანი იზრდება და ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვიზრდებით. სწორედ ამიტომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, დღესვე დავიწყოთ ინვესტირება ჩვენს ძირითად ინფრასტრუქტურაში, რათა ბიზნესის წარმომადგენლებმა, მეტი ტვირთის გადაზიდვა შეძლოთ, მეტი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა და მეტი სიმძლავრეები გქონდეთ როგორც არსებული საოპერაციო ძალების, ისე ახალი ინფრასტრუქტურის ფარგლებში. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი და, ზოგადად, შუა დერეფანი გახდეს არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი, არამედ მთავარი და ყველაზე საიმედო მარშრუტი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ორი ათასი ლარით დაჯარიმდა

სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ორი ათასი ლარით დაჯარიმდა

იმედი

გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები ხდება წევრების მიერ და ახლა უთხრეს, რომ თუ გინდათ მონაწილეობის მიღება, მაშინ გადაიხადეთ

გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები ხდება წევრების მიერ და ახლა უთხრეს, რომ თუ გინდათ მონაწილეობის მიღება, მაშინ გადაიხადეთ

იმედი

თამთა სოფრომაძე: Moody's-ის მიერ საქართველოს რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეხმიანება იმ პოზიტიურ შეფასებებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურმა პოლიტიკამ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან ბოლო პერიოდში მიიღო

დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაში“ გაწევრების გადასახადის დაწესებაზე: „ნაცმოძრაობა“ კიდევ უფრო ამძიმებს თავისი ერთი მუჭა მხარდამჭერების ფინანსურ მდგომარეობას და პირდაპირ სთხოვს მათ ფულად შენატანს. ეს არის უმძიმესი კრიზისი, პრაქტიკულად დასასრული ამ პარტიისა