მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია

იმედი|imedinews.ge

„სახელმწიფომ შექმნა ინოვაციებისთვის კონკურენტული გარემო - მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა, IT სექტორის მხარდაჭერა და მთლიანი ბიზნესგარემო, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან უპირატესობად იქცა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმის, Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. აღნიშნული პრეზენტაცია მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია.

მინისტრის განცხადებით, შესაბამისი პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში უკვე არის ასეულობით დაფინანსებული სტარტაპი, საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამებში ჩართული ქართული კომპანიები, მზარდი ტექნოლოგიური საზოგადოება და ახალი თაობა, რომელიც საკუთარ მომავალს სწორედ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში ხედავს.

„ფინანსური სექტორის მოდერნიზაცია, fintech ინოვაციების მხარდაჭერა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ხედვა ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველო ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს რეგიონულ ტექნოლოგიურ და ფინანსურ ცენტრად. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოში ისეთი კომპანიების საქმიანობას, როგორიც Tether-ია, რომელიც აქტიურად აბანდებს კაპიტალს ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში - კერძოდ, ადგილობრივ სტარტაპებსა და სასწავლო პლატფორმებში. კომპანია თბილისს თავის მთავარ რეგიონულ საოპერაციო ბაზად იყენებს და საინვესტიციო რესურსს სტარტაპების დასაფინანსებლად მიმართავს“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, კომპანიის ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან ძლიერი გზავნილია საერთაშორისო ტექნოლოგიური სამყაროსთვის.

„ეს ნიშნავს, რომ საქართველო უკვე აღიქმება როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს: სტაბილური ეკონომიკური გარემო, მზარდი ტექნოლოგიური ეკოსისტემა, ინოვაციებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა და ამბიცია, გახდეს ტექნოლოგიური ცენტრი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი გლობალური კომპანიების საქართველოში ყოფნა ნიშნავს გამოცდილების გაზიარებას, ახალი შესაძლებლობების შექმნას, ადგილობრივი ტალანტების საერთაშორისო ქსელებთან დაკავშირებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ინოვაციურ ეკონომიკაში.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და საქართველოს პარლამენტის წევრი ვაკო თურნავა. შეხვედრაზე სიტყვით წარდგა Tether-ის აღმასრულებელი დირექტორი პაოლო არდოინო. საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში საქართველოს სპეციალური ვიზიტით ეწვია Tether-ის დამფუძნებელი ჯანკარლო დევაზინი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 159 სტატია.

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობამ „ჯრუჭულა ენერჯის“ ელექტროსადგურის ასაშენებლად, საჩხერეში მიწა 49 წლით გადასცა - პირობებიBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი