მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საქართველომ და უზბეკეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ იმისთვის, რომ ხელშესახებად გაიზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები
მარიამ ქვრივიშვილი: შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საქართველომ და უზბეკეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ იმისთვის, რომ ხელშესახებად გაიზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები

მარიამ ქვრივიშვილი: შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საქართველომ და უზბეკეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ იმისთვის, რომ ხელშესახებად გაიზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები

იმედი|imedinews.ge

უზბეკეთი ცალსახად ადასტურებს ძალიან დიდ ინტერესს საქართველოსადმი უშუალოდ ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს ლაზიზ კუდრატოვს და უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს ილხომ მახკამოვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, ასევე ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა.

„შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ორმა სახელმწიფომ ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან იმისთვის, რომ ხელშესახებად გაიზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. განსაკუთრებით კი გამოიყო ვაჭრობა, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორები, ისევე როგორც ტურიზმის სექტორი.სწორედ აქედან გამომდინარე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოიკვეთა და ზოგადად, საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმყოფებით ანაკლიასა და ფოთში, სადაც ადგილზე დავათვალიერეთ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში უკვე არის შექმნილი და ამავდროულად, მიმდინარე სამშენებლო პროცესი, რომელიც აქტიურ ფაზაშია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. რის შედეგადაც, 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველ ფაზას დავასრულებთ და მივიღებთ პირველ გემს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო უზბეკეთთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს, რათა გაიზარდოს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, უზბეკეთიდან შემოსული ინვესტიციები, ტურისტული ნაკადები და ტვირთბრუნვა საქართველოს მიმართულებით. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს როლს, კონკრეტულად კი, შუა დერეფნის კონტექსტში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანმა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გააფრთხილა, ჰორმუზის სრუტესთან სამხედრო ძალების განლაგებისგან თავი შეიკავონ

ირანმა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გააფრთხილა, ჰორმუზის სრუტესთან სამხედრო ძალების განლაგებისგან თავი შეიკავონ

იმედი

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ პატარაძემ ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრა გამართა

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ პატარაძემ ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრა გამართა

იმედი

ტრამპის აზრით, აშშ-ის მთავარ საფრთხეს კომუნიზმის აღზევება წარმოადგენს

ტრამპის აზრით, აშშ-ის მთავარ საფრთხეს კომუნიზმის აღზევება წარმოადგენს

იმედი

Reuters: აშშ-ში ძლიერი სიცხის გამო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ათობით ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო

Reuters: აშშ-ში ძლიერი სიცხის გამო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ათობით ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო

იმედი