მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს და საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხზე იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის წარმატებული ეკონომიკური ურთიერთობები წლიდან წლამდე მზარდია და ეს დინამიკა სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც დადებითად აისახება, ქვეყანა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც საინვესტიციო, ისე ტურიზმის სფეროში.

ეკონომიკის მინისტრმა თურქეთის ელჩთან ასევე განიხილა საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობის გაფართოება ტრანსპორტსა და ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ ეს პარტნიორობა გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონული კავშირების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ფართო ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში.

მარიამ ქვრივიშვილმა მუსტაფა თურქერ არის დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თურქეთის ელჩთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც, 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე

საქართველოს შს მინისტრსა და სომხეთის რესპუბლიკის შს მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს შს მინისტრსა და სომხეთის რესპუბლიკის შს მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

იმედი

მელონი: ევროპამ საკუთარი თავდაცვისუნარიანობა უნდა გააძლიეროს

მელონი: ევროპამ საკუთარი თავდაცვისუნარიანობა უნდა გააძლიეროს

იმედი

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

იმედი